სხვა ვისაც ცუდი მეხსიერება აქვს– წაიკითხოს.ცრემლებამდე იცინებთ! 2014, 2 იანვარი, 1:38 ნამცხვარს ვაცხობდი.გამოვიტანე ღუმელიდან, შევამოწმე თუ მზად იყო, აკლდა გამოცხობა, ისევ უკან შევაბრუნე და სამზარეულოდან გავედი.10 წუთის შემდეგ კვლავ ვაღებ ღუმელს და ...ნამცხვარი არ არის.მარტო ვარ სახლში.ფრთხილად ვხურავ კარებს დაბნეული, მერე კვლავ ვაღებ.არაა...ვიხსენებ შეზოფრენიის ყველა ნიშნებს რაც კი გამიგონია.ყოველი შემთხვევისთვის გავდივარ სამზარეულოდან.აღარ ვიცი რა ვიფიქრო.ცოტახანში ისევ უკან ვბრუნდები და ისევ ვაღებ ღუმელის კარს.ისევ არაფერია. შემდეგ სარკესთან მივდივარ და ჩემს თავს ვათვალიერებ.გარეგნულად ვერანაირ ცვლილებას ვერ ვამჩნევ.ვკრიბავ კომპიუტერზე–გუგლში საძიებელს:"ღუმელიდან გაქრა ნამცხვარი".ვხვდები რასაც ვაკეთებ სისულელეა.ხელზე ვიჩქმიტე–რეაქცია მაქვს, ესეიგი არ მესიზმრება.ჩემს თავს ვეუბნები:"სვეტა შენ ზრდასრული ჭკვიანი ქალი ხარ.დაფიქრდი სად უნდა გამქრალიყო ნამცხვარი?"ვიფიქრე მეზობლებზეც, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ნამცხვარი.აივანი ღიადაა, შევხედე, აქ ვერავინ ამოძვრებოდა.მივდივარ ისევ სამზარეულოში, სრული ფსიქიკური აშლილობით.რატომღაც გამახსენდა "საიდუმლო მასალები"...წარმოვიდგინე უცხოპლანეტელი რომელიც მიირთმევდა ჩემს ნამცხვარს თეფშზე დადებულს და ვიწყებ განრისხებას...ვსვამ ერთ ჭიქა წყალს.ვაღებ ჭურჭლის სარეცხ მანქანას, რომ ცარიელი ჭიქა შევდგა შიგ და...რას ვხედავ...ჩემი "აორთქლებული"ნამცხვარი სასიამოვნოდ მიცქერის... 3392 10-ს მოსწონს
|