ჭიდაობა
ბესიკ კუდუხოვი გარდაიცვალა
2013, 29 დეკემბერი, 22:48
დღეს, არმავირთან ახლოს, ფედერალურ გზატკეცილზე მომხდარი ავტროავარიის შედეგად გარდაიცვალა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების 2-გზის პრიზიორი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვი.
რუსული სააგენტოების ცნობით, 27 წლის ტიტულოვანი სპორტსმენი საკუთარი ავტომობილით ვლადიკავკაზიდან კრასნოდარში მიემგზავრებოდა.
ბესიკ კუდუხოვი 1986 წლის 15 აგვისტოს საქართველოში, ახალგორის რაიონის სოფელ ცხილონში დაიბადა. 2006 წელს რუსეთის ნაკრების სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2007 წელს უმსუბუქეს წონაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2009, 2010 და 2011 წლების მსოფლიოს პირველობებზე კი 60 კილოგრამში იმარჯვა. პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ლონდონის ოლიმპიადაზე (2012 წელს) ფინალში წააგო.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge