x
image
worldsport.ge
“კარდიფის” ფანები კლუბის მფლობელის წინააღმდეგ

imageინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის დროს, უელსური “კარდიფის” დაახლოებით 200-მა გულშემატკივარმა სტადიონის მახლობლად გუნდის მფლობელ ვინსენტ ტანას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო.
განვლილ მატჩში უელსელები “საუთჰემპტონთან” 0:3 დამარცხდნენ, მაგრამ პროტესტის მიზანი სხვა რამ იყო. მალაიზიელმა კლუბის საკონტროლო პაკეტი 2010 წელს შეიძინა და უცნაური გადაწყვეტილებებით გამოირჩა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, პირველი, რითაც მან ქომაგები გააღიზიანა, კლუბის ფერის შეცვლა იყო - ლურჯის ნაცვლად წითელი. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, ის გუნდის მთავარ მწვრთნელ მალკი მაკაის დაემუქრა, რომ თუ თავად არ დაწერდა განცხადებას გადადგომის შესახებ, მაშინ დაკავებულ თანამდებობას იძულებით დაატოვებინებდა.
მწვრთნელს დამცველებად ფანები გამოუჩნდნენ და 41 წლის შოტლანდიელმაც ჯერჯერობით თანამდებობა შეინარჩუნა. “საუთჰემპტონთან” მატჩის დროს გულშემატკივრებმა ვინსენტ ტანას წინააღმდეგ დიდი ბანერი გამოფინეს, მისი პოლიტიკა გააპროტესტეს და კლუბის დატოვება მოთხოვეს.
18 ტურის შემდეგ, “კარდიფს” სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-16 ადგილი უკავია და 1 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0