x
image
worldsport.ge
მოდრიჩი მწვრთნელებით აღფრთოვანებულია

imageმადრიდის “რეალის” ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისა და მწვრთნელ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
“ანჩელოტისთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ის ბრწყინვალე სპეციალისტია. მიხარია, რომ ჩემი შესაძლებლობების სჯერა. ასევე ძალიან მეხმარება ზიდანი. გუნდის სამწვრთნელო შტაბში ასეთი ადამიანის ყოფნა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დამატებითი სტიმულია. ვარჯიშების შემდეგ ზიზუსთან ერთად მინდორზე ვრჩები ტექნიკური დეტალების დასახვეწად” – განაცხადა მოდრიჩმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0