x
image
worldsport.ge
კაპელო: “ზეედორფისთვის “მილანის” მწვრთნელობა ჯერ ადრეა”

imageკლარენს ზეედორფის “მილანის” მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო გამოეხმაურა.
“ზეედორფი “მილანის” დამრიგებლად? მისთვის ეს ძალიან ადრეა. ჯერ სათანადო გამოცდილების მიღება სჭირდება” – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “მილანის” ტვიტერი.
კლარენს ზეედორფი “მილანში” 10 წლის განმავლობაში (2002-2012 წლებში) თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ იმარჯვა. სულ კი ჰოლანდიელის ანგარიშზე ლიგის ოთხი ტიტულია. ამასთან, იგი ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგა სამი სხვადასხვა კლუბის სახელით აქვს მოგებული.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0