x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული მიხეილ კალაშნიკოვი

image ორშაბათს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა იარაღის ლეგენდარული კონსტრუქტორი მიხეილ კალაშნიკოვი . 17 დეკემბერს იგი გადაყვანილი იქნა უდმურტიის კლინიკურ-დიაგნოსტიკის ცენტრის რეამინაციულ განყოფილებაში, შვილის ვიქტორის განცხადებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა იმ მღელვარების შემდეგ, როდესაც 10 ნოემბერს მისი დაბადების დღე აღნიშნეს. კალაშნიკოვმა შექმნა ავტომატი, რომელიც მის სახელს ატარებს 1947 წლიდან. მოგვიანებით იარაღი რამდენჯერმე იყო მოდიფიცირებული, მთელს მსოფლიოში აწყობილია 70 მილიონზე მეტი ავტომატი. ამ დროისათვის იგი გამოიყენება 50 ქვეყნის შეიარაღებაში. გარდა ამისა, კალაშნიკოვმა შექმნა სანადირო თოფები და ტყვიამფრქვევები. მიხეილ კალაშნიკოვს ორჯერ გადაეცა სოციალისტური შრომის გმირის წოდება, ხოლო 2009 წელს დასახელდა რუსეთის ფედერაციის გმირად. გარდა ამისა, დიზაინერს მიენიჭა ლენინის და სახელმწიფო პრემიები, აგრეთვე სამჯერი იყო ლენინის ორდენოსანი, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის და სხვა ჯილდოების მფლობელიimage.

3
238
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
238
  
2013, 31 დეკემბერი, 17:11
ჯანდაბაში წასულა....
2013, 24 დეკემბერი, 13:30
))))))))
2013, 24 დეკემბერი, 13:28
როგორ იცოცხლა აქამდე ნეტა?მისი წყალობით ამდენი ახალგაზრდა ჩააწვინეს მიწაში
0 1 3