x
image
worldsport.ge
ჯოჯიჩმა შესაძლოა “ბაიერთან’’ გააფორმოს

imageბელგრადის “პარტიზანის’’ 21 წლის ნახევარმცველი მილოშ ჯოჯიჩი, შესაძლოა, ლევერკუზენის “ბაიერში’’ გადაბარგდეს, Aაღნიშნულ ინფორმაციას სერბული პრესა ავრცელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ თემაზე “სპორტსკი ჟურნალს’’ ესაუბრა.
“მზად ვარ განვიხილო გერმანული კლუბის წინადადება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს დავადასტურებ. ახალს ვერაფერს გეტყვით, არც ერთ კლუბთან არ მისაუბრია და შემოთავაზება არ მიმიღია. სიმართლე ის არის, რომ არ ვიცი “ბაიერის’’ დაინტერესების შესახებ’’ - განაცხადა სერბმა.
“ჩემი ოცნების კლუბი მიუნხენის “ბაიერნია’’, თუმცა ჩემს ამბიციაში სხვა გერმანულ კლუბებში თამაშიც შედის. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ასეთ დონეზე თამაში, ბუნდესლიგა ბრწყინვალე ჩემპიონატია.’’ - დაასრულა ჯოჯიჩმა.
რამდენიმე თვის წინ ჯოჯიჩს სხვა გერმანულ კლუბს, კერძოდ “შტუტგარტს’’ უკავშირებდნენ, ხოლო ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით, “ფარმაცევტები’’ მზად არიან ჯოჯიჩის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გაიღონ.
მილოშ ჯოჯიჩი ამპლუით შეტევაზე ორიენტირებული ცენტრალური ნახევარმცველია, ამ სეზონში სერბეთის “სუპერ ლიგაში’’ მის ანგარიშზე 15 შეხვედრაში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
მას წარმატებული დებიუტი გამოუვიდა ეროვნულ ნაკრებში - 10 ნოემბერს სერბეთი ამხანაგურად გაეჯიბრა იაპონიას, მატჩის მიწურულს ცვლილებაზე გამოსულ ჯოჯიჩს მხოლოდ 5 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად.


დიმიტრი შარიქაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0