x
image
worldsport.ge
კლოპმა კადლეცი უარყო

image“ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, დორტმუნდულ კლუბში “ფენერბახჩეს” 29 წლის მცველ მიხალ კადლეცის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, გერმანული პრესის ცნობით, ამ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, რაც ფეხბურთელის მამამ მიროსლავ კადლეცმაც დაადასტურა, მაგრამ კლოპმა თემას წერტილი დაუსვა.
“ეს სიცრუეა. ჩვენ კადლეცით არ დავინტერესებულვართ. გაზეთებს ყოველთვის არ უნდა დაუჯეროთ” – განაცხადა კლოპმა.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0