ნამცხვრები უგემრიელესი"კარამელის ტორტი" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 19 დეკემბერი, 23:55 ![]() ძალიან საინტერესო და გემრიელი ტორტია, სახლის პირობებში მომზადებული ფორთოხლის კარამელით და ნაზი ნაღების კრემით. ინგრედიენტები ბისკვიტისთვის: –2 ფორთოხლის ცედრა( ქერქი) –შაქარი–400გრ –1ჭ.–არაჟანი ან კეფირი –1ჩ.კ–სოდა –3 კვერცხი –ცოტა მარილი –1/2ჭ.–კაკალი –ფქვილი–650გრ ინგრედიენტები კრემისთვის: –სქელი ნაღები ან არაჟანი–500გრ. – მურაბის სიროფი(არომატული გემოსი, მაგ.მარწყვის) –მოხარშული შესქელებული რძე–1/2ქილა მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ფორთოხლის ქერქი ჩავალბოთ ცივ წყალში 3 დღე და დროდადრო გამოვუცვალოთ რომ სიმწარე დაეკარგოს.შემდეგ გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ შაქარი და 5 სუფრის კოვზი წყალი და ვადუღოთ ფერის გამუქებამდე.შემდეგ გავაგრილოთ, დავუმატოთ არაჟანი ან კეფირი და მოვურიოთ, დავუმატოთ სოდა მარილი, კვერცხი, ფქვილი, დაჭრილი კაკალი.გამოვაცხოთ ასეთი 2 ფენა და თითოეული გავჭრათ შუაზე და დავნამოთ მურაბის სიროფით. კრემი:ავთქვიფოთ ნაღები ან არაჟანი მოხარშულ შედედებულ რძესთან ერთად. თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი, ზემოდან კი მოვრთოდ ჩვენი სურვილით.(ხილით, შოკოლადით ან კაკლით) გავაცივოთ რამდენიმე საათი მაცივარში და შემდეგ... ![]() თქვენი მაშა 269 6-ს მოსწონს
|