ნამცხვრები უგემრიელესი"კარამელის ტორტი" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 19 დეკემბერი, 23:55 ძალიან საინტერესო და გემრიელი ტორტია, სახლის პირობებში მომზადებული ფორთოხლის კარამელით და ნაზი ნაღების კრემით. ინგრედიენტები ბისკვიტისთვის: –2 ფორთოხლის ცედრა( ქერქი) –შაქარი–400გრ –1ჭ.–არაჟანი ან კეფირი –1ჩ.კ–სოდა –3 კვერცხი –ცოტა მარილი –1/2ჭ.–კაკალი –ფქვილი–650გრ ინგრედიენტები კრემისთვის: –სქელი ნაღები ან არაჟანი–500გრ. – მურაბის სიროფი(არომატული გემოსი, მაგ.მარწყვის) –მოხარშული შესქელებული რძე–1/2ქილა მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: ფორთოხლის ქერქი ჩავალბოთ ცივ წყალში 3 დღე და დროდადრო გამოვუცვალოთ რომ სიმწარე დაეკარგოს.შემდეგ გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ შაქარი და 5 სუფრის კოვზი წყალი და ვადუღოთ ფერის გამუქებამდე.შემდეგ გავაგრილოთ, დავუმატოთ არაჟანი ან კეფირი და მოვურიოთ, დავუმატოთ სოდა მარილი, კვერცხი, ფქვილი, დაჭრილი კაკალი.გამოვაცხოთ ასეთი 2 ფენა და თითოეული გავჭრათ შუაზე და დავნამოთ მურაბის სიროფით. კრემი:ავთქვიფოთ ნაღები ან არაჟანი მოხარშულ შედედებულ რძესთან ერთად. თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი, ზემოდან კი მოვრთოდ ჩვენი სურვილით.(ხილით, შოკოლადით ან კაკლით) გავაცივოთ რამდენიმე საათი მაცივარში და შემდეგ... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 269 6-ს მოსწონს
|