x
image
რუსუდან ბერიძე
საოცარი ტორტი"ყავის სიმფონია" (მაშას რეცეპტებიდან)
image




ყავისა და შოკოლადის მოყვარულებს ვთავაზობ უნაზეს და უგემრიელეს ტორტს, რომელსაც "ყავის სიმფონიას" უწოდებენ.ნაზი ყავისა და შოკოლადის ბისკვიტის გემო შერწყმული მსუბუქ ხაჭოს კრემთან, მართლაც არაჩვეულებრივ სიმფონიას ქმნის, რომელიც გაგილამაზებთ ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას.

თუ გინდათ ჩემო ძვირფასო დიასახლისებო თქვენც ისიამოვნოთ ამ გემრიელი ტორტით, შემოგთავაზებთ მის ტეცეპტს დაწვრილებით და გასაგებად, რომელსაც თან დაერთვის ფოტოებიც და ეს გაგიადვილებთ საქმეს.პირველ რიგში მოვამზადოთ საჭირო პროდუქტები.

ბისკვიტის ინგრედიენტები:



*კვერცხი–4ც

*ხსნადი ყავა–4ჩ.კ

*წყალი–2/3ჭ

*ფქვილი–2ჭ

*შაქარი–1, 5ჭ

*გამაფხვიერებელი–1, 5ჩ.კ

*მარილი–1ჩ.კ

*მცენარეული ზეთი (რაფინირებული)–1/2ჭ

*ვანილი–1შეკვრა.

*შავი შოკოლადი–1ფილა

*ლიმონმჟავა–1/2ჩ.კ


კრემის ინგრედიენტები:

*ნაღები35%–ანი–400გრ

*ხაჭო–400გრ

*არაჟანი 200გრ

*შაქრის პუდრა–200გრ


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

პირველად უნდა დავაცხოთ ყავიან–შოკოლადიანი ნაზი ტორტის ბისკვიტი.ეს ბისკვიტი ისე ჰაეროვანი გამოდის, როგორც ღრუბელი.მოვამზადოთ ბისკვიტი:პირველ რიგში ყავა გავხსნათ ცხელ წყალში.შოკოლადი გავხეხოთ სახეხზე, ან დანით გავხეხოთ.image

მოზრდილ ჯამზე ავურიოთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და ცოტა მარილი.გული ჩავუღრმავოთ მასას და ჩავასხათ ზეთი, გახსნილი ყავა, კვერცხის გულები და ვანილი. image

კარგად ავურიოთ და შემდეგ დავუმატოთ გახეხილი შოკოლადი და ისევ ავურიოთ.

image

ცალკე მშრალ ჯამზე ავთქვიფოთ ცილა ლიმონმჟავასთან ერთად კარგად, ისე რომ ჯამი რომ გადმოვაბრუნოთ ბეზე მყარად უნდა დარჩეს და დავუმატოთ ცომს.image

ნაზად უნდა მოვურიოთ ცომს რომ ბეზედან ჰაერი არ გამოიდევნოს.

ფორმის ძირში დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ბისკვიტის მასა.image

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე და ვაცხოთ 1საათის განმავლობაში.შევამოწმოთ მზადყოფნა ხის ჩხირით.

image

გამოვიტანოთ და ყალიბიდან ამოვიღოთ და გავაცივოთ კარგად.გაცივების შემდეგ ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.image


ბისკვიტი გამოდის ძალიან ნაზი, ოდნავ ნესტიანი, როგორც დანამული და მსუბუქი ყავისა და შოკოლადის არომატით.

ახლა მოვამზადოთ კრემი:

ხაჭოს დავუმატოთ შაქრის პუდრი და არაჟანი და დავამუშაოთ ბლენდერში ერთგვაროვან მასის მიღებამდე.კრემი არ გამოდის ძალიან ტკბილი და თუ თქვენ გიყვართ უფრო ტკბილი, დაუმატეთ შაქარი.image


ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ ნაღები ვიდრე ჰაეროვანი არ გახდება.image

ნაზად შევურიოთ ეს მასა ხაჭოს კრემს.image

კრემი უკვე მზადაა.წავუსვათ ერთ ფენას კრემი, დავადოთ მეორე ფენა, შემდეგ მესამე და მთელი ტორტი დავფაროთ კარგად კრემით. ზედაპირი გავასწოროდ დანით ლამაზად.

მოვრთოთ სურვილისამებრ.მე გვერდებზე მოვრთე შოკოლადის ნამტვრევებით და ზემოდან კაკაოს ფხვნილით.კარგია მოვახეხოთ მოხალული კაკალი ან თხილი.image

3–4 საათი გააჩერეთ მაცივარში და ჩაისთან ან ყავასთან ერთად დატკბით ამ დესერტით!image


image

გემრიელად მიირთვით!


მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით!


თქვენი მაშა

1
479
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
479
  
2013, 20 დეკემბერი, 15:36
მე რომ ამას გავაკეთებ :D
0 1 1