ნამცხვრები საოცარი ტორტი"ყავის სიმფონია" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 19 დეკემბერი, 23:10 ![]() ყავისა და შოკოლადის მოყვარულებს ვთავაზობ უნაზეს და უგემრიელეს ტორტს, რომელსაც "ყავის სიმფონიას" უწოდებენ.ნაზი ყავისა და შოკოლადის ბისკვიტის გემო შერწყმული მსუბუქ ხაჭოს კრემთან, მართლაც არაჩვეულებრივ სიმფონიას ქმნის, რომელიც გაგილამაზებთ ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას. თუ გინდათ ჩემო ძვირფასო დიასახლისებო თქვენც ისიამოვნოთ ამ გემრიელი ტორტით, შემოგთავაზებთ მის ტეცეპტს დაწვრილებით და გასაგებად, რომელსაც თან დაერთვის ფოტოებიც და ეს გაგიადვილებთ საქმეს.პირველ რიგში მოვამზადოთ საჭირო პროდუქტები. ბისკვიტის ინგრედიენტები: *კვერცხი–4ც *ხსნადი ყავა–4ჩ.კ *წყალი–2/3ჭ *ფქვილი–2ჭ *შაქარი–1, 5ჭ *გამაფხვიერებელი–1, 5ჩ.კ *მარილი–1ჩ.კ *მცენარეული ზეთი (რაფინირებული)–1/2ჭ *ვანილი–1შეკვრა. *შავი შოკოლადი–1ფილა *ლიმონმჟავა–1/2ჩ.კ კრემის ინგრედიენტები: *ნაღები35%–ანი–400გრ *ხაჭო–400გრ *არაჟანი 200გრ *შაქრის პუდრა–200გრ მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: პირველად უნდა დავაცხოთ ყავიან–შოკოლადიანი ნაზი ტორტის ბისკვიტი.ეს ბისკვიტი ისე ჰაეროვანი გამოდის, როგორც ღრუბელი.მოვამზადოთ ბისკვიტი:პირველ რიგში ყავა გავხსნათ ცხელ წყალში.შოკოლადი გავხეხოთ სახეხზე, ან დანით გავხეხოთ. ![]() ![]() კარგად ავურიოთ და შემდეგ დავუმატოთ გახეხილი შოკოლადი და ისევ ავურიოთ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ბისკვიტი გამოდის ძალიან ნაზი, ოდნავ ნესტიანი, როგორც დანამული და მსუბუქი ყავისა და შოკოლადის არომატით. ახლა მოვამზადოთ კრემი: ხაჭოს დავუმატოთ შაქრის პუდრი და არაჟანი და დავამუშაოთ ბლენდერში ერთგვაროვან მასის მიღებამდე.კრემი არ გამოდის ძალიან ტკბილი და თუ თქვენ გიყვართ უფრო ტკბილი, დაუმატეთ შაქარი. ![]() ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ ნაღები ვიდრე ჰაეროვანი არ გახდება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით! თქვენი მაშა 479 4-ს მოსწონს
|