x
image
რუსუდან ბერიძე
უგემრიელესი საბავშვო ხრაშუნა ორცხობილა– "ბუკლე" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ახლა შემოგთავაზებთ ძალიან მარტივად გასაკეთებელ, უგემრიელეს საბავშვო ორცხობილას–"ბუკლეს", რომლითაც დიდებიც ისიამოვნებთ.ძალიან გემრიელია ჩაისთან და ყავასთან ერთად.

რეცეპტს თან ერთვის ფოტოები, რომელიც აადვილებს ნამცხვრის მომზადებას.ამ ორცხობილას მოსამზადებლად საჭიროა

შემდეგი ინგრედიენტები:



–200გრ–კარაქი

–3/4ჭ–შაქრის პუდრა(180გრ)

–4–კვერცხი

–3ჩ.კ–ვანილის ესენცია, ან 1 შეკვრა შაქრიანი ვანილი.

–2ჭ.–პ/ფქვილი

–450გრ–მარწყვის ჯემი ( ჟოლოსი და გარგარის ჯემიც კარგია)


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

1)ავთქვიფოთ შერბილებული კარაქი და შაქრის პუდრა კარგად, რომ მივიღოთ კრემის მსგავსი მასა.

2)შევათქვიფოთ კვერცხები და ვანილის ესენცია.

3)კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4)თანდათან შევათქვიფოთ ფქვილი.უნდა მივიღოთ ელასტიური ცომი, რომელიც ხელზე არ ეკვრის.

5)გადმოვიტანოთ ხის დაფაზე და კარგად დავამუშაოთ ეს ცომი

6)მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად:ერთი უფრო დიდი უნდა იყოს.მეორე პატარა კი გავახვიოთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში შევდოთ ვიდრე არ დაგვჭირდება.

7)გავახუროთ ღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე.ნამცხვრის ქაღალდი დავაფაროთ ნამცხვრის ყალიბის ძირზე და ზედ გავაბრტყელოთ მოზრდილი ცომის ნაწილი, ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს 1სმ–ზე.

8)გაბრტყელებულ ცომზე გადავუსვათ ჯემი კარგად.

9)გამოვიღოთ მაცივრიდან გამაგრებული ცომი და ჯემწასმულ ფენას მსხვილი სახეხით გადავახეხოთ ზემოდან, ისე რომ ზედაპირი სულ დაიფაროს ამ მასით.

10)შევდგათ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, ვიდრე ნამცხვარი მსუბუქად არ გადაწითლდება.image


image

image

image

image

image

image

აი უკვე სავსებით გასაგებად მოგაწოდეთ ამ მარტივი და გემრიელი "ბუკლეს"რეცეპტი.ახლა კი ისღა დაგრჩენიათ, გააკეთოთ და...


მიირთვით გემრიელად!

image


მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით!


თქვენი მაშა




0
575
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0