x
image
worldsport.ge
პერუელი მოდელის რონალდუსადმი ტრფობა

imageროგორც პერუელი მოდელი, ლიზეტ კამპანო იდალგო ამბობს, პორტუგალიელ ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზეა შეყვარებული და მისი დიდი ხნის ოცნებაა, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს ისე მწყაზრად ჩაეხუტოს, რომ ტროსშებმული “კამაზითაც” კი ვერ დააშორიშორონ.
ლიზეტ კამპანო იდალგო იმასაც ამტკიცებს, რომ ნებისმიერ მამაკაცთან ურთიერთობის დროს, მის წარმოსახვასა და ფიქრებში ყოველთვის კრიშტიანუს სახე და სხეული დაჰქრის და პორტუგალიელ ბურთის მგორებელთან მისი სიყვარული ჭეშმარიტად მწველია.
საინტერესოა, ამ ყველაფერზე რა აზრის იქნება, კრიშტიანუ რონალდუს კაპარჩხანა სატრფო, ლიზეტზე ბევრად ცნობილი მოდელი, ირინა შეიკი. აგერ უკვე მეოთხე წელია ირინა და რონალდუ ერთმანეთს ხვდებიან და მრავალი ჭორის მიუხედავად, კრიშტიანუ კვლავაც ირინასთან სარეცელის გამზიარებლად რჩება.

www.worldsport.ge


2
227
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
227
  
2013, 15 დეკემბერი, 16:42
შეიკის ადგილზე ისე ვწვდებოდი იმ თმაში მართლა ტროსშებმული კამაზითაც ვერ დამაშორებდნენ :D
2013, 15 დეკემბერი, 15:29
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს ისე მწყაზრად ჩაეხუტოს, რომ ტროსშებმული “კამაზითაც” კი ვერ დააშორიშორონ - ეს ჩემი ოცნებაცაა :D :D
0 1 2