x
image
მანჩო 777
"ეს იცოდით?" -საინტერესო და სახალისო ამბები
image
1.როცა ლუი პასტერი და მისი შეგირდები იგონებდნენ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, მათ შორის ასეთი შეთანხმება იყო: თუ რომელიმე მათგანი დაინფიცირდებოდა, ის უნდა მოეკლათ რევოლვერის თავში სროლით, თუნდაც ეს თავად ლუი პასტერი ყოფილიყო.



image

2.ერთი 13 წლის ნორვეგიელი ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა ტყეზე გავლით. მან შეამჩნია, რომ 4 მგელი აედევნა. მგლები უდავოდ მასზე თავდასხმას აპირებდნენ. ბიჭმა მათი მოგერიება შეძლო თავის მობილურში ჩაწერილი ამერიკული მეტალ-ჯგუფის Megadeth-ის მუსიკით-მგლებს შეეშინდათ და გაიქცნენ.




image


3.მსოფლიო ვალუტის მხოლოდ 8% წარმოადგენს ფიზიკურ ფულს, სხვა დანარჩენი მხოლოდ კომპიუტერებში ვირტუალურად არსებობს.



image

4.2006 წელს ფირმა "კოკა-კოლას" ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოიპარა სასმელის რეცეპტი და ცდილობდა ის "პეპსისათვის" მიეყიდა. იქ არამარტი უარი უთხრეს რეცეპტის შესყიდვაზე, არამედ გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაურეკეს და შეატყობინეს დანაშაულის შესახებ, გააფრთხილეს აგრეთვე "კოკა-კოლას" ხელმძღვანელობა.



image

5. პროფესიულ სროლაში ალკოჰოლი დოპინგად ითვლება, ის აუმჯობესებს შედეგს, რადგან ალკოჰოლის მიღების დროს იხსნება დაძაბულობა, გულის რიტმი ნელდება და ეს მსროლელს საშუალებას აძლევს უკეთ დაუმიზნოს.




image

6.კომპანია Nescafe- ში სანამ ყავის შეფუთვას თავს დაახუფავენ, მას უმატებენ ცოტაოდენ ყავის არომატიზატორს, სწორედ ამით აიხსნება ის სურნელი, რომელიც ახალი ყავის ქილის გახსნის დროს გვეცემა ხოლმე.



image

7.1989 წელს მდიდარმა ბიზნესმენმა უილიამ სოკოლინმა გააკეთა (მისი აზრით) შესანიშნავი კაპიტალის დაბანდება: მან იყიდა 1787 წელს გამოშვებული ღვინის "შატო-მარგო" ერთი ბოთლი, რომელიც თავად ტომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა და მასში გადაიხადა 519 750 დოლარი. ბიზნესმენმა გადაწყვიტა შენაძენით თავი მოეწონებინა ერთ-ერთ მიღებაზე, მაგრამ ლითონის მაგიდაზე დადების დროს ბოთლი უცაბედად გაუტყდა. ნახევარმილიონიანი ღვინო წამებში იატაკზე აღმოჩნდა.



image

8.ბილ გეიტსმა თავისი ქონების 98% რომ ქველმოქმედებას შესწიროს, მაინც მილიარდელი იქნება.



image

9.თუმცა სერბული ენა სლავური ენების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ სერბების დნმ გაცილებით ახლოს დგას შოტლანდიელი კელტების დნმ-თან, ვიდრე დნმ-თან სლავი ხალხისა. ეს ნიშნავს, რომ გენეტიკურად ეს ხალხი უფრო ახლოს არის ირლანდიელებთან და ინგლისელებთან, ვიდრე რუსებთან და ხორვატებთან.



image

10. მედიტაციას სულ რაღაც 8 კვირაში შეუძლია შეცვალოს ტვინის აგებულება იმის ჩათვლით, რომ შეუძლია გაზარდოს რუხი ნივთიერების იმ ნაწილის მოცულობა, რომელიც სწავლის ნიჭს განაპირობებს. ამგვარად, მედიტაციით დაკავებული ადამიანი გაცილებით იოლად და სწრაფად ითვისებს ყველაფერს.

2
958
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
958
  
2013, 14 დეკემბერი, 22:18
მადლობა, გენაცვალე:)
2013, 14 დეკემბერი, 22:17
კარგია
0 1 2