არინ ენდრიუსი და კეტი ჰილი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილია ოკლაჰომოდან, კეტი 2 წლით დიდია არინზე, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია, ხშირია შემთხვევები, როცა ქალი ასაკით დიდია ვაჟზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 17 წლის არინი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გოგო იყო და ერქვა ესმერალდა, ხოლო 19 წლის კეტი ბიჭი იყო და ერქვა ლიუკი.
როგორც არინი აცხადებს, მან ბიჭად თავი იგრძნო, სკოლაში როგორც კი შევიდა."მე ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ბიჭუნებს და გოგონებს ჰყოფდნენ და ცალ-ცალკე ათამაშებდნენ, მე გოგონებთან უნდა მეთამაშა, მაგრამ ყოველთვის ბიჭებისკენ მიწევდა გული.არასდროს არ მიყვარდა ქალის საგნები, ვფიქრობდი რას იტყვის ხალხი თუ ვიტყვი, რომ ბიჭი მინდა ვიყო?ამიტომ ჩემი სურვილი საიდუმლოდ მქონდა შენახული."
ესმერალდამ და ლიუკმა რამდენიმე წლის წინ გაიკეთეს სქესის შეცვლის ოპერაციები, ხოლო ორი წლის წინ ერთმანეთი გაიცნეს მოზარდ ტრანსსექსუალთა მხარდამჭერ ჯგუფში, სქესის გამოცვლის გარდა მათ ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდათ, სიმპატია სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდა და შეიძლება მალე ქორწილითაც დასრულდეს.![შეყვარებული წყვილი,რომელიც ბიჭი გოგო
იყო,ხოლო გოგო ბიჭი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/201312131643126227.jpg)