სხვა რატომ არასოდეს არავინ კვდება დისნეის პარკში 2013, 13 დეკემბერი, 16:51 როგორც წესი, დიდ პარკებში ადამიანების სიკვდილიანობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ამის მიზეზი მრავალია: მზის დარტყმა, ინფარქტი, აკრობატული ილეთები, ატრაქციონიდან ჩამოვარდნა და ა.შ. მოკლედ, რაც მეტი ადამიანი სტუმრობს ადგილს, მით იზრდება ამ ადგილზე გარდაცვლილთა რიცხვი.
აი, ამერიკაში მდებარე Disney World-ში კი არასოდეს არავინ არ კვდება! რატომ? ახსნა მარტივია: ეს ხომ ჯადოსნური სამყაროა, ტურისტებს, განსაკუთრებით ბავშვებს უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ამ ადგილიდან სიკვდილი და ამგვარი უბედურებები შორსაა. ჰოდა, ყოველ ჯერზე, როცა ამ პარკში ვინმე კვდება (აბა, თქვნ გეგონათ, მართლა არავინ კვდებოდა?!), მოდიან ექიმები, სრულიად შეუმჩნევლად, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მანქანით, და ისე გაჰყავთ გარდაცვლილი ადამიანი პარკიდან, ვითომ უბრალოდ შეუძლოდ გახდა. სიკვდილის შესახებ დასკვნა კი მხოლოდ საავადმყოფოში იწერება. სწორად იქცევა თუ არა Disney World-ის ადმინისტრაცია სიკვდილის შემთხვევების დამალვით, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია... 94 4-ს მოსწონს |
ეს ხომ ბავშვთა სამყაროა ცოდოები არიან პანიკისთვის და ასეთი სიშისტვის