სამშაბათს დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა სურათი წარწერით: "პრეზიდენტმა ობამამ, სამგლოვიარო ცერემონიის დროს, "თვითმკვლელობა" ჩაიდინა."სურათზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრი დევიდ კამერონი და ასევე დანიის მთავრობის ხელმძღვანელი- ჰელლე ტორნინგ შმიდტტი, გაღიმებულები პოზირებენ და სმარტფონით სურათს იღებენ.ყველაფერი ეს კი ხდება ნელსონ მანდელას გამოსამშვიდობებელ სამგლოვიარო შეკრებაზე, რომელიც 10 დეკემბერს იოჰანესბურგში, ნაციონალურ სტადიონზე, ჩატარდა.სამგლოვიარო ცერემონიას 90 მსოფლიო ლიდერი ესწრებოდა.
სმარტფონის ასეთ სურათებს მსოფლიოში " Selfie" ანუ "თვითმკვლელებს" უწოდებენ. ეს სიტყვა 2013 წელს ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში შეიტანეს და მას ''წლის სიტყვა" უწოდეს.