x
image
worldsport.ge
რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

imageმადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების ახალი რეკორდი დაამყარა.
სამშაბათს, “რეალმა” სტუმრად დანიის “კოპენჰაგენი” 2:0 დაამარცხა. 25-ე წუთზე ანგარიში ლუკა მოდრიჩმა გახსნა, ხოლო 48-ზე რონალდუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან მიმდინარე გათამაშებაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
აქამდე არსებული რეკორდი 8 გოლი იყო და მას ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი: ფილიპო ინძაგი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ერნან კრესპო და რუუდ ვან ნისტელროი ფლობდნენ.
“ამოცანა შევასრულეთ. გუნდმა ძალიან ცუდ მოედანზე ძალიან კარგად ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაში ახალი რეკორდი დავამყარე და ძალიან ბედნიერი ვარ. თანდათან “ფორმაში” შევდივარ. ახლა კარგ დონეზე ვარ, მაგრამ ჯერ ფორმის პიკზე არ გავსულვარ. ყოველ გოლს გუნდისთვის სარგებელი მოაქვს და რეკორდის დამყარება მესიამოვნა. თუმცა, რეკორდებზე არ ვფიქრობ. მთავარი გამარჯვებაა” – იუწყება რონალდუს სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
2013, 11 დეკემბერი, 16:12
კარგია
0 1 1