x
image
worldsport.ge
ჟეზუში: “ჯგუფიდან “ბენფიკა” უნდა გასულიყო”

imageლისაბონის “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს მიღმა დარჩენამ ძალიან გააბრაზა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიელებმა ჯგუფის ლიდერ “პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლეს და 2:1 მოუგეს, მაგრამ მეორე ადგილის დასაკავებლად ეს შედეგიც არ ეყოთ.
“ჩვენს ჯგუფში საუკეთესო გუნდები “ბენფიკა” და “პარი სენ-ჟერმენი” იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მერვედფინალში მხოლოდ ფრანგული კლუბი გავიდა. ძალიან ცუდია, რომ “ოლიმპიაკოსისა” და “ანდერლეხტის” შედეგზე ვიყავით დამოკიდებულები” – განაცხადა ჟეზუშმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0