x
image
რუსუდან ბერიძე
მფარველი ანგელოზი–საინტერესო ისტორია
imageimage

–გამარჯობა!გთხოვ, არ დაკიდო ყურმილი!

–რა გინდა?სწრაფად მითხარი, არა მაქვს ბევრი დრო შენთან სალაყბოდ!

–მე დღეს ექიმთან ვიყავი...


–მერე რაო, რა გითხრა ექიმმა?

–ორსულობა დადასტურდა, მეოთხე თვეში ვარ...

–მე მერე რითი დაგეხმარო.პრობლემები ნამდვილად არ მჭირდება, მოიშორე!

–მითხრეს უკვე გვიანაა, არ ვიცი რა ვქნა?

–დაივიწყე საერთოდ ჩემი ნომერი!

–როგორ თუ დავივიწყო? ალო– ალო...

გავიდა 3 თვე.

–"გამარჯობა პატარა!"პასუხი:"გაგიმარჯოს, შენ ვინ ხარ?"

–"მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ."

–"ვისგან უნდა დამიცვა?მე ხომ აქედან ჯერ არსად არ ვაპირებ წასვლას..."

–"ძალიან სასაცილო ხარ პატარა.როგორ გრძნობ მანდ თავს?"

–"მე კარგად, მაგრამ დედაჩემი კი ცუდათაა, ყოველდღე ტირის."

–"ნუ განიცდი პატარა, დიდებს ხშირად უსიამოვნებები აქვთ, შენ რაც მთავარია უფრო მეტი იძინე რომ ენერგია მოიკრიბო, რომელიც შენ მომავალში აუცილებლად დაგჭირდება."

–"და შენ ხედავ დედაჩემს?როგორია ის?"

–"რათქმაუნდა, მე ხომ სულ შენთანა ვარ?შენი დედა ძალიან ლამაზია და ახალგაზრდა."

გავიდა კიდევ 3 თვე...

–"ანგელოზო, აქა ხარ?"–"რათქმაუნდა, აქ ვარ"

-"დღეს დედა მეტად ცუდათაა, მთელი დღე ტირის და თავის თავს ლანძღავს!"

–"შენ ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას.ჯერ კიდევ არ ხარ მზად, რომ დღის სინათლე იხილო?"

-"ეტყობა მზად ვარ, მაგრამ ძალიან მეშინია, ვაითუ დედა უფრო ცუდად გახდეს, მე რომ დამინახოს?"

–"რას ამბობ.პირიქით, ძალიან გაუხარდება.როგორ შეიძლება შენისთანა პატარა არ უყვარდეს ვინმეს?"

–"ანგელოზო, მითხარი რა ხდება მანდ, მუცლის გარეთ?"

–აქ ახლა ზამთარია, ირგვლივ ყველაფერი თეთრია და ციდან ლამაზი ფანტელები ცვივა.მალე შენ თავად იხილავ ამ სილამაზეს!"

–"ანგელოზო, მზადა ვარ ყველაფერი თავად ვნახო!"

–"მიდი, პატარა, მე გელი!"

–"ანგელოზო, მე მტკივა და მეშინია..."

–ოი დედიკო, როგორ მტკივა!მიშველეთ ვინმემ, არავინ ხართ მანდ?...მე მარტო რა შემიძლია, მიშველეთ, ძალიან მტკივა..."

ბიჭი სწრაფად დაიბადა, სხვის დაუხმარებლად.ალბად პატარას ეშინოდა რომ დიდი ტკივილი არ მიეყენებინა დედისთვის.

ერთი კვირის შემდეგ...ქალაქის განაპირას, ცოტათი მოშორებით დასახლებული მასივიდან:

–შვილო, საყვარელო, ჩემზე არ გაბრაზდე.ახლა ისეთი დროა, მე ძალიან მარტო ვარ და მიჭირს.შენთან ერთად სად წავიდე?მთელი ცხოვრება წინა მაქვს.შენთვის კი სულერთია, დაიძინებ და ვსიო...

–"ანგელოზო, დედიკო სად წავიდა?"

–"არ ვიცი, ნუ ნერვიულობ, ის მალე დაბრუნდება".

–"ანგელოზო, ასეთი ხმა რატომ გაქვს?შენ რა ტირი?

დააჩქარე დედიკო, თორემ აქ ძალიან ცივა..."

–"არა, პატარა, მე არ ვტირი, შენ მოგეჩვენა, ახლავე მოვიყვან შენს დედიკოს, ოღონდ ახლა არ დაიძინო, ხმამაღლა იტირე!"

–"არა ანგელოზო, მე არ ვიტირებ, დედამ მითხრა, დაიძინეო."

ამ დროს ახლომდებარე 5სართულიან სახლის ერთ ბინაში ცოლ-ქმარი დაობდნენ:–მე არ მესმის შენი, სად მიდიხარ?ქუჩაში უკვე ბნელა, შენ აუტანელი გახდი, რაც საავადმყოფოდან გამოხვედი.საყვარელო, მარტო ჩვენ ხომ არა ვართ ამ დღეში, ათასობით წყვილია ჩვენსავით უნაყოფო და ისინი მაინც განაგრძობენ ცხოვრებას, მიუხედავათ ამ პრობლემისა.

–ძალიან გთხოვ, ჩაიცვი და წავიდეთ.

–სად წავიდეთ?

–მე არ ვიცი სად.მხოლოდ ის ვიცი რომ აუცილებლად უნდა წავიდე!დამიჯერე რა, გთხოვ!

–კარგი, ოღონდ უკანასკნელად ვასრულებ ამ შენს ახირებას, იცოდე!

და სადარბაზოდან გამოვიდა წყვილი.წინ მიდიოდა დიდი და სწრაფი ნაბიჯებით ქალი და კვალდაკვალ მიყვებოდა მამაკაცი.

–საყვარელო ისეთი შეგრძნება მაქვს.თითქოს შენ მიდიხარ წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით.

–დამიჯერე, მართლაც თითქოს ხელი უჭირავს და მივყავარ სხვას!

–შენ მე მაშინებ.შემპირდი რომ ხვალ მთელი დღე არ ადგები საწოლიდან.მე დავურეკავ შენ მკურნალ ექიმს.

–ჩუმად...გესმის ვიღაც ტირის?

–ხო, მგონი იმ მხარეს ბავშვის ტირილი ისმის!

–"პატარა, ხმამაღლა იტირე, შენს დედას გზა დაებნა მგონი და ასე ადვილად გიპოვნის."

–ანგელოზო, სად წახვედი შენც, რატომ დამტოვე, მე გეძახოდი და სულ გავიყინე!"

"მე წავედი შენი დედიკოს მოსაყვანად, ის სულ ახლოსაა!"

–ოი ღმერთო, ეს ხომ ჩვილი ბავშვია, სულ გაყინულა საწყალი, სასწრაფოდ სახლში წავიყვანოთ!კეთილმა ღმერთმა ჩვენ შვილი გამოგვიგზავნა!

–"ანგელოზო დედიკოს ხმა რატომ შეეცვალა?"

–"პატარავ, მიეჩვიე.ეს არის შენი დედის ნამდვილი ხმა!"


image








3
112
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
112
  
2013, 11 დეკემბერი, 1:23
აუუუ როგორ ამეტირა.... ცრმელებს ვერ ვაკონტროლებ
2013, 10 დეკემბერი, 19:15
სწორედ ეს ისტორიაა,3 საათია ვთარგმნი.მეც მომეწონა და იმიტომ
2013, 10 დეკემბერი, 19:00
ეს ისტორია რუსულ საიტზე ვნახე ამასწინათ და იმდენი ვიტირე თვალები მეწვოდა ( შარშანდელი გადაცემა გამახსენდა პოსტ სკრიპტუმის ნაგავსაყრელზე რომ პოულობდნენ ბავშვებს და ზღვის სანაპიროზე
0 1 3