სხვა ყველაზე ახალგაზრდა დედა მსოფლიოში–Lina Medina 2013, 10 დეკემბერი, 14:46 ყველაზე ახალგაზრდა დედად სამედიცინო პრაქტიკის ისტორიაში, გახდა ლინა მედინა(Lina Medina).ის დედა გახდა როცა 5წლის და 7 თვის იყო.მისი საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი იყო მუცლის გარშემოწერილობის სწრაფი ზრდა და ეჭვი ქონდათ გოგონას სიმსივნის განვითარებაზე .მაგრამ როგორ გაოცებული დარჩნენ ექიმები და ლინას მშობლები, როდესაც გამოკვლევებმა გოგონას 7 თვის ორსულობა აჩვენა.თვენახევრის შემდეგ გოგონას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს და ლინას სავსებით ჯანმრთელი ბიჭუნა ეყოლა. ექიმებმა გულდასმით შეისწავლეს ეს ფენომენი და რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, აღმოჩნდა რომ 4 წლის ასაკში გოგონა სქესობრივად სავსებით მომწიფებული იყო. ეს ახალი ამბავი არ არის და ღმერთმა ნუ ქნას ანალოგიური შემთხვევა რომ დაფიქსირდეს.ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს? 323 5-ს მოსწონს
|