x
image
natia.a
პოპულარული ცრურწმენები
მართალია, თანამედროვე სამყაროში ცრურწმენების ნაკლებად თუ სჯერა ვინმეს, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი როლი მიუძღვით ქვეყნის კულტურისა და საზოგადოების ფორმირებაში. არავინ იცის ზუსტად რას უკავშირდება მათი წარმომავლობა, ლეგენდებს, ზღაპრებსა თუ უბრალოდ ადამიანების შესაშინებლად გამოგონილ ამბებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე ცრურწმენას, რომლებიც თითქმის ყველგან არის ცნობილი.


1. ხელისგულის ქავილი: ამბობენ, რომ მარცხენა ხელისგულის ქავილმა ფულის გასვლა იცის, მარჯვენამ კი - შემოსვლა.

image



2. ოთხფურცელა სამყურა ზოგადად წარმატებასთან ასოცირდება. განსაკუთრებით საინტერესოა ცრურწმენა იმის შესახებ, რომ თუ მარტოხელა ადამიანი ამგვარ მცენარეს იპოვის, მალე ბედი გაეხსნება და დაოჯახდება. ცრურწმენის მიხედვით, ოთხფურცლა სამყურის პოვნის შემთხვევაში დასაოჯახებელმა ადამიანმა იგი უნდა შეჭამოს. ამის შემდეგ, პირველივე ადამიანი, რომელსაც გამოელეპარაკება, იქნება მისი მომავალი მეუღლე.


image

3. ბევრისთვის დაცემინების შემთხვევაში ადამიანის დალოცვა ("ჯანმრთელობა", "სიცოცხლე" და ა.შ) ზრდილობის ფორმაა
(თუმცა სინამდვილეში ეს პირიქით არის!). მაგრამ ამ ტრადიციას საფუძვლად უდევს უძველესი რწმენა იმის შესახებ, რომ დაცემინებისას ადამიანის სული წამიერად ტოვებს
სხეულს, შემდეგ კი უბრუნდება მას. ამიტომ სულის ამგვარ დაბრუნებას ხვდებოდნენ დალოცვით.



image

4. ცნობილი ცრურწმენის მიხედვით, როდესაც რაიმე სასიამოვნოზე წინასწარ საუბრობენ, მაშინვე ხეზე აკაკუნებენ. ძველად მიიჩნევდნენ,
რომ ხეში კეთილი სულები ცხოვრობენ. ამიტომ ხეზე დაკაკუნებით მათ სთხოვენ მფარველობას და შემწეობას, რათა სასურველი ამბავი ახდეს.


image

5. ცოცხის შესახებ ბევრი ცრურწმენა არსებობს. განსაკუთრებით საინტერეოსა ის, რომ ახალი ცოცხით პირველად ნაგავი არ უნდა დაგავო. აუცილებელია ჯერ სხვა რაიმე გაატანო ცოცხს (ბრინჯი, კანფეტები და სხვ.), წინააღმდეგ შემთხვევაში ამით წარმატებას თავიდან მოიშორებ.


image


6. მოწყვეტილი ვარსკვლავის დანახვაზე სურვილის ჩაფიქრების ტრადიცია მომდინარეობს ძველი ბერძნებისგან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ესენი იყო დაცემული ადამიანების სულები. ძველ ევროპელებს ასევე მიაჩნდათ, რომ ამ დროს ცაზე ღმერთები მოძრაობდნენ, რათა დედამიწაზე გადმოეხედათ, და ადამიანების სურვილები აესრულებინათ.


image


7. 13-ს დღესაც ბევრი მიიჩნევს წარუმატებელ, თარს რიცხვად. ეს ცრურწმენა იმდენად რეალურია, რომ ბევრი დღესაც თავს არიდებს 13 რიცხვში რაიმე საქმის წამოწყებას.


image


8.თითების გადაჯვარედინების შესახებ ცრურწმენა ქრისტიანული რელიგიიდან მომდინარეობს. ამ ჟესტს იყენებენ, როდესაც ტყუილს ამბობენ. თითებს კი ამ დროს გადააჯვარედინებენ, თითქოს ჯვარი დაიფარავთ ტყუილის თქმით ჩადენილი ცოდვისთვის ჯოჯოხეთში მოხვედრისგან.


image


9. პოპულარული ცრურწმენის მიხედვით, შავი კატა გზას თუ გადაგიკვეთავს, უიღბლო დღე გექნება. ეს ცრურწმენა სათავეს იღებს შუა საუკუნეებში გავრცელებული რწმენიდან, რომლის მიხედვით, გაუთხოვარი ქალები, რომლებსაც, როგორც წესი სახლში კატები ყავდათ, ჯადოქრები იყვნენ და თავად იქცეოდნენ ამ კატებად. ამდენად, კატა გაიგივებულია ავ ჯადოქართან.


image


10. არსებობს ცრურწმენა იმის შესახებ, რომ ჩიტის "სკინტს" ფული მოაქვს. ასე რომ, თუ სახლიდან გამოსვლისას თქვენი მანქანა ამ "სიკეთით" მთლიანად დასვრილი დაგხვდათ, გიხაროდეთ!

image



11.ბევრს სჯერა, რომ ნალი წარმატების მომტანია და ამისთვის სახლის ან საძინებლის კარზე უნდა დაკიდო.


image

6
1673
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1673
  
2013, 10 დეკემბერი, 0:25
აბა რაზე მიმითითებ? სავ კატას არ გადავრბენინო, ცოცხი უკუღმა არ დავდო, ბაყაყი არ მოვკლა იწვიმებს თუ მარილს ნუ დავაბნევ ოჯახში ჩხუბი იცის? ამ ცრურწმენათაგან აქტუალურიდან ბევრი მაქვს საკუტარ თავზე გამოცდილი და არაფერს არ აღნიშნავს, პრაქტიკული მაგალითი მოვიყვანე ჩემი ცხოვრებიდან. თუ საიდან აქვს ბევრ ცრუ რწმენას დასაბამი, ეგეც კარგათ მომეხსენება და შემიძლია მოგაწოდო ეგ ინფორმაციაც: მარილის დაბნევამ ჩხუბი იცის: ამ ცრურწმენას დასაბამი რა დროიდანაც აქვს, მაშინ მარილის მოპოვება იოლად არ ხერხდებოდა, თითქმის არ იშოვებოდა და ვინაიდან კვების აუცილებელი რაციონია, ოჯახში თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ, შემთხვევით თუ რომელიმე წევრი დააბნევდა, უთუოდ ეჩხუბებოდნენ და როგორ არ ვთქვა გონებრივ შესაძლებლობებთან ასოცირდებათქო. მეორე, ბაყაყი არ მოკლა, წვიმა მოვაო: ბაყაყები ყოველთვის გრძნობენ წვიმის მოახლოებას რაღაც განსაზღვრული დროით ადრე, ამიტომ ნებით ამოდიან წყლიდან ხმელეთზე. მის დანახვაზე ბავშვები თუ მოზრდილები ქვითა თუ სხვა გზით კლავენ მას, გარკვეული დროის შემდეგ რაღა თქმა უნდა მოდის წვიმა, მაგრამ არა იმიტომ რომ ბაყაყი მოკლეს. მესამე, ორშაბათი მძიმე დღეაო ასე დაარქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ შაბათ-კვირა დასვენების შემდე მოდუნებული, რითმიდან ამოვარდნილი სხეული საქმის მიმართ ხშირ შემთხვევაში სიზარმაცეს განიცდის და არა საქმეა მძიმე... კიდევ გავაგრძელო??
2013, 9 დეკემბერი, 23:51
გონებრივი შესაძლებლობების სიმცირეზე რა მოგახსენო, მაგრამ გირჩევ ფენ-შუი წაიკითხო.
იქ იპოვი მრავლად რასაც ახლა ''ცრურწმენები'' დაარქვეს. თუ არ გჯერათ, ნუ ირწმუნებთ! თუ არ გესმით ტვინს ნუ იღრძობთ მაგაზე ფიქრით, მაგრამ ნურც იმათ გონებრივ შესაძლებლობებში შეგეპარებათ ეჭვი, ვისაც ამის სჯერა. 13 რიცხვზე არ მაქვს საუბარი და მით უმეტეს რა თქმა უნდა მაგ რიცხვში დაბადებული ადამიანები ავადმყოფები და უშნოები არ იბადებიან. ორშაბათი რომ მძიმე დღეა, არც ეგ ნიშნავს რომ შვილი არ უნდა გააჩინო ამ დგეს :))
2013, 9 დეკემბერი, 14:23
ღმერთმა ჯანმრთელი გოგო გაგიზარდოს! :) სხვათა შორის არც მე ვაქცევ ყურადღებას ამ ცრურწმენებს, უბრალოდ არსებობს ხალხში და, როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ ქართველებში. აი, კატა კი, გინდ შავი იყოს, გინდ თეთრი, გინდ კნუტი და გინდა ბებერი, მაინც ვერ ვიტან:))
2013, 9 დეკემბერი, 12:47
ბევრი მათგანის შესახებ არც კი ვიცოდი, კარგათ ვიხალისე ნათი :)) ჩემი ქეთევანი სპეციალურად საკეისრო კვეთით 13 რიცხვში ორშაბათ დღეს გავაჩინე, ქმრის მამიდებმა რამის მომკლეს, ორშაბათი მძიმე დღეა შვილო, 13 ტარსი რიცხვია, რამე არ მოგივიდეთ, არ ვარ ცრუმორწმუნე, ჩემი გავიტანე, ყველაფერმა კარგათ ჩაიარა და ულამაზესი და უჯანმრთელესი შვილი მყავს. საერთოდ არ მესმის იმ ადამიანის, ვინც ცრუ რწმენებით ცხოვრობს, მაპატიეთ და გონებრივ შესაძლებლობების სიმცირესთან ვაკავშირებ.
2013, 9 დეკემბერი, 12:44
სტატია კარგია
საბედნიეროდ არ ვარ ცრუმორწმუნე:)
2013, 9 დეკემბერი, 12:37
ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 6