სხვა გინესის რეკორდს შეწირული ჯანმრთელობა და უჩვეულო ნატვრა: "მე მინდა ჩემი "ბათინკები" შევიკრა". 2013, 8 დეკემბერი, 16:50 ის მხოლოდ 20 წლის იყო, როცა ცხოვრების სანუკვარი მიზნის მიღწევა გადაწყვიტა. ეს მიზანი კი გინესის რეკორდის მიღწევა იყო. მას რეკორდი უნდა დაემყარებინა მძიმე წონაში, ე.ი. გამხდარიყო ინგლისის ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი. მას იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებში, ბეჭდავდნენ ჟურნალების ყდებზე, იწვევდნენ ტელეგადაცემებში. ახლა 46 წლისაა და ერთადერთი მიზანი აქვს - იცოცხლოს კიდევ ერთი წელი. ეს ინგლისის ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანია - ბარი ოსტინი. ის მიზნის მისაღწევად დღეში 29 000 კალორიას იღებდა. ახლა კი მძიმედ ავადაა. ავადმყოფობა კი მძიმე ფორმის გაცხიმოვნებამ გამოიწვია. ბარი მთელი ძალით ცდილობს ისუნთქოს, ებრძოლოს ინფექციებს და ძალიან ნანობს ძველ მისწრაფებას–გამხდარიყო პოპულარული. მან თავისი წონის თითქმის მესამედი დაიკლო, მაგრამ ამან ვერ უშველა, რადგან მაინც ძალიან მსუქანია.
ფეისბუქზე მის გვერდზე შეხვდებით ჩანაწერებს, სადაც ბარი ამბობს, რომ ყოველგვარი ქირურგიის წინააღმდეგია, დადის სპორტდარბაზებში და ცდილობს ჩააგონოს ახალგაზრდებს, რომ არ მიბაძონ მას.
ქირურგიული ჩარევა ვერც იქნებოდა ბარისთვის საუკეთესო გამოსავალი, რადგან ვერცერთი ქირურგი ვერ გაბედავს ამ სარისკო საქმისთვის ხელის მოკიდებას. მან შეიძლება ვერ გადაიტანოს ნარკოზი.
გაცხიმოვნება თანამედროვე მსოფლიოს მეოთხედს აწუხებს. ის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იქცა. მას თან ახლავს უმძიმესი შედეგები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
ბარი მოხვდა ისეთ მცირე კატეგორიაში, ვისაც აქვს სუპერ-გაცხიმოვნება. მას ცოტა ხნის წინ დასჭირდა სამაშველო ბრიგადის გამოძახება, რადგან დაეცა და ადგომას ვეღარ ახერხებდა. ბარი სანამ ახალგაზრდა იყო, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და თამაშობდა რაგბს, მაგრამ ახლა აღარცერთი არ შეუძლია. მეგობრებმა შესთავაზეს მიეღო მონაწილეობა კვებით შეჯიბრებებში. ბარი ყველგან იმარჯვებდა და უფრო პოპულარული ხდებოდა. ახლა ბარის სახლში ვეღარ ნახავთ ზედმეტ საჭმელს და ორიოდე კანფეტის ყუთი, რომელიც მისაღებში აქვს, შვილიშვილებისთვისაა განკუთვნილი. ბოლოს კი მისი სიტყვებით დავამთავროთ: "მე მეგონა, რომ დაუმარცხებელი ვიქნებოდი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერი შემეძლო მეკეთებინა. ახლა ვეუბნები ბავშვებს, მე არ დამემსგავსონ. არ ჭამონ შოკოლადები. მიირთვით ხილი. იცით მე რა მინდა? სულ უბრალო რამ. მე მინდა ჩემი "ბათინკები" შევიკრა". 187 4-ს მოსწონს
|