x
image
natia.a
აუტისტი ბავშვის ლექსიკონი ანუ უცნობი სამყარო, რომელიც გაცილებით ღრმაა

სონია აუტიზმითაა დაავადებული. მას არ შეუძლია ლაპარაკი და მხოლოდ მონოტორულ, ერთგვაროვან მოძრაობებს იმეორებს.
ურთიერთობაზე არანაირად არ რეაგირებს, სრულიად არაკონტაქტური და ჩაკეტილია.
image
ექიმებმა „ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა“ დაუდგინეს. ასე იყო მანამ, სანამ 7 წლის სონია შატალოვას ხელში საწერი კალამი არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სონიას შეეძლო წერა-კითხვა, ჰქონდა უნიკალური ფოტომეხსიერება და სამყაროს ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ხედვა.

და გოგონამ დაიწყო წერა... სიტყვების თავისებური ახსნა.

ექიმები დიდხანს ვერ იჯერებდნენ ამ მოვლენას. მართლა ძნელი დასაჯერებელია ეს ყველაფერი გოგონასგან, რომელიც მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს, საათობით ყვირის, დამოუკიდებლად კოვზსაც კი ვერ იჭერს.

მაგრამ ფაქტია, რომ სონია წერს... წერს თავისი პატარა ხელებით, ბავშვური ხელწერით და, რაც მთავარია, წერს ისეთ რამეებს, რისი
მოფიქრებაც ჩვენ, ვითომდა ჯამრთელ ადამიანებს, არც კი შეგვიძლია.


წაიკითხეთ ამ უნიკალური ბავშვის ნაწერები და მიხვდებით, რომ ის, რასაც ჩვენ გონებას ვეძახით, სინამდვილეში საკამათო რამაა...


წიგნი - ბევრ ადამიანთან დროის მიღმა საუბრის საშუალება.

აზარტი - გატაცება, რომლის დროსაც სხვა რამის კეთება შეუძლებელია, ძალის გამოცლამდე.

აფრიკელი - საუკეთესო მზვერავი ღამის დაზვერვისთვის.

პეპელა -ზაფხულის ბედნიერების მთავარი ნიშანი.

ქარი - ჰაერი, რომელსაც მოსვენება არ უყვარს.

ცოდვა - ჭრლობა სულში, რომელიც ადამიანს ასხვავებს ღმერთისგან.

ბავშვობა - ბედის განთიადი ადამიანის ცხოვრებაში.

სული - სიცარიელე ადამიანში, რომელსაც იგი ღმერთით ან სატანით ავსებს.

გაცნობა - სამყაროს განსხვავებული ხედვების ან განსხვავებული სამყაროების შეხვედრა.

იმპროვიზაცია - წარმოსახვის თამაში სიტყვებით, ბგერებით, ფერებით, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღო ახალი რამ.

წიგნი - საგანი, რომელშიც შეიძლება ადამიანის ცოდნა და გრძნობები შეინახო დროის მიღმა.

ცხენი - დიდი ოთხფეხა ჩლიქოსანი ბედნიერება.

ნიღაბი - ერთი გამომეტყველების სახე.

სიბრძნე - ზღვარი „ცოტასა“ და „ბევრს“ შორის.

მუზეუმი - დროის კონსერვები.

მუსიკა - ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეხამება.

აზროვნება - სიყვარულის შემდეგ ყველაზე ძლიერი ძალა სამყაროში.

მეცნიერება - სწავლა, დაფუძნებული ეჭვზე.

ღამე - შავი, ვარსკვლავებიანი ქოლგა.

დასვენება - მუშაობა სიამოვნებით.

თავგადასავალი - ისეთი უჩვეულო მოვლენა, რომელიც რაღაცით ცვლის შენს სამყაროს და შენც.

როლი - ეს არის ცხოვრება, რომელიც თამაშში ცხოვრობს.

რომანტიკა - განწყობა, როცა ყველა ჩვეულებრივრამეში საოცრებას ხედავ.

ზღაპარი - ცხოვრება, მოფიქრებული სულის მიერ, რომელსაც რეალური ცხოვრება არ მოსწონს.

სიცილი - ექიმი ნაღვნიანი სულისთვის.

ძაღლი - მყეფავი განსახიერება ერთგულების და მორჩილების.

შეჯიბრი - ერთობლივი კეთება რაღაცის იმ მიზნით, რომ გაირკვეს თუ ვინ აკეთებს უკეთ.

სპირალი - ცეკვის დრო გაშეშებული სწორი ხაზი.

მაგიდა - მოედანი, რომელზეც მიმდინარეობს ცხოვრება თეფშების და ყველაფრის, რაც მასზე დევს.

შიში - ლაჩრობის გამომწვევი.

ურაგანი - გაგიჟებული ქარი.

ყური - ბგერის ხაფანგი ცოცხალ არსებებში.

ფოტოგრაფია - დაკონსერვებული სახე.

ფანტაზია - სულის არსებობის მოსართავი ნაჭერი.

ადამიანი - ცოცხალი არსება, რომელსაც გააჩნია გონება, მეტყველება, ხელები და შეუძლია გადაწყვიტოს როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი.

კაცობრიობა - ყველა ადამიანი ერთად, ერთ დიდ ადამიანად განხილული.

სფერო - კუბი გვერდებისა და კუთხეების გარეშე.


1
738
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
738
  
2013, 8 დეკემბერი, 17:54
ასეტ ახსნას ამ სიტყვებს ჭკვიანიც კი ვერ მოუფიქრებდა
0 1 1