ხორვატიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე რთულ ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები მასპინძელი ბრაზილია, მაქსიკა და კამერუნი იქნებიან.
მიუხედავად ამისა, ხორვატთა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იღბალს არ უჩივის.
“მოხარული ვარ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში რომ ვითამაშებთ. ჩვენ სათანადოდ მოვემზადებით ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის. ამ მატჩს მთელი მსოფლიო იხილავს - პატარა ხორვატია დიდი ბრაზილიის წინააღმდეგ. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ჩვენს ერს სიხარული მივანიჭოთ. ბრაზილიაში იმისთვის მივდივართ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენოთ, მაგრამ ახლა მკითხაობას არ დავიწყებ, შევძლებთ თუ ვერა ჯგუფიდან გასვლას. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ და დანარჩენი თავისთავად გამოჩნდება” - თქვა კოვაჩმა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge