სხვა პუტინის ნახატის "საიდუმლოება" ანუ რატომ გაბრაზდა კატა... 2013, 6 დეკემბერი, 14:39 ქ. კურგანში მორიგი ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინი ადგილობრივ სკოლას ესტუმრა, სადაც თავად გამოსცადა სკოლის ახალი შენაძენი - ინტერაქტიული დაფა, რომელზეც ხატვა და წერა შეიძლება თითით. პრეზიდენტმა დაფაზე ფრიად უცნაური ნახატი გამოსახა და მოსწავლეებს სამახსოვროდ დაუტოვა. ამ უცნაურმა „ხელოვნების ნიმუშმა“ საგონებელში ჩააგდო არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მასწავლებლები და თავად პრეზიდენტის გარემოცვაც. გთავაზობთ ამ ვიზიტის ამსახველ მასალას რუსული ტიტრებით. ეს კი კატა, რომელსაც გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა! რა გასაკვირია, რომ ბატონი პუტინის ეს "შედევრი" ბევრი ფოტოხუმრობის საგნად იქცა: 77 2-ს მოსწონს
|