ფეხბურთი ესტონეთის ნაკრები პერსონს ჩააბარეს 2013, 6 დეკემბერი, 11:05 ესტონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 37 წლის მაგნუს პერსონი დაინიშნა. შვედმა სპეციალისტმა თანამდებობიდან ორი კვირის წინ წასული ტარმო რუუტლი შეცვალა. პერსონი ბოლოს “იურგორდენს” წვრთნიდა და ამ გუნდთან კონტრაქტი წლეულს აპრილში გაწყვიტა. მისი მთავარი მიღწევა კი დანიურ “ოლბორგს” უკავშირდება, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში უეფას თასის მერვედფინალში გაიყვანა. ოთარ მაღლაკელიძე 18 შეფასება არ არის
|