x
image
t.x.
როგორ დევნიან ეშმაკს ტაძარში ჯაჭვით დაბმული ავადმყოფებიდან XXI საუკუნეში

imageავღანურ სოფლებში ხშირია შემთხვევები, როცა ავადმყოფებს იქაურ ტაძრებში, იგივე წმინდა სახლებში გამოკეტილს ტოვებენ ცარიელ პურზე და წყალზე საოცარ სიბინძურეში. ამ ტრადიციულ მეთოდებს ავადმყოფი ციხეში მიჰყავს. მია ალი-ბაბა ტაძარია სოფელ სამარ ხელში, ქალაქ ჯალალ აბადთან და ეს ტაძარი არაფრით განსხვავდება სხვა მისთანებისგან. ბევრ იქაურ მცხოვრებს აქამდე სჯერა, რომ ტაძარში გამომწყვდევა, რომელსაც გამოცდას ეძახიან, განკურნავს ფსიქიურ პრობლემებს, ან როგორც ამბობენ განდევნის "ავ სულებს". პაციენტის ტაძარში გამოკეტვის მრავალი მიზეზი არსებობს, უმეტესობა კი ხდება ოჯახის წევრების იძულებით. ერთ-ერთი მათგანი დინ მუჰამედი ამბობს, რომ 40 დღე და ღამე ტაძარში გამოკეტეს მამასთან ჩხუბის გამო. მას გაუმართლა, ზოგიერთ მათგანს კი ექვსი შვიდი თვით ტოვებენ იქ. ბევრი მათგანი ვერ გადარჩება და იქვე, ეზოში მარხავენ. ჭუჭყიან ძონძებზე მჯდარი, ჯაჭვით დაბმული გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად მუჰამედი გვიყვება, რომ მას ჩხუბი მოუვიდა მამასთან. ჩხუბი კი იმან გამოიწვია, რომ მამას ფული გამოართვა მოტოციკლის საყიდლად.image მამამ კი იქ გამოკეტა. მუჰამედი ავღანურ ჯარში იბრძოდა და ხუთი საბრძოლო იარა აქვს დარჩენილი, ახლა კი 20 ქვის კელიიდან ერთ-ერთშია გამოკეტილი. იქ ჭერი ძალიან დაბალია, ნესტია, არ არის არანაირი ვენტილაცია ზაფხულში და გათბობა ზამთარში. წმინდა წინამძღვარი ამბობს, რომ ისინი აქ რჩებიან 40 დღე პურის და წიწაკის დიეტაზე, რათა განდევნონ ბოროტი სულები. მათ აგრეთვე უკითხავენ ყურანს. ამტკიცებს, რომ ამით ათასობით ხალხია განკურნებული. მკურნალობის მერე "პაციენს" ასმევენ თხის თავის ბულიონს, რათა სამუდამოდ განიწმინდოს.

სხვა ტუსაღი, აბდულა ამბობს, რომ არ უნდოდა იქ წასვლა, ძმამ კი უთხრა, რომ ექიმთან მიჰყავდა. ოჯახმა ამისთვის 5000 გაიღო(55 $), იქ კი საშინელი შარდის და ოფლის სუნი დგას. აქვს ბინძური თეთრეული, ირგვლივ ნაგავია. ბავშვებიც მასხარად იგდებენ.

ფსიქიატრი ქაბულიდან აცხადებს, რომ ამ მკურნალობას არ გააჩნია არავითარი მეცნიერული საფუძველი. ეს ადგილი კი, საუბარია მია ალი-ბაბაზე, უნდა დაიხუროს, რადგან ის არღვევს ადამიანის უფლებებს.

გთავაზობთ სურათებს ამ საშინელი ადგილიდან:imageimageimageimageimageimageimage




1
81
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
81
  
2013, 6 დეკემბერი, 15:18
ასეთ პირობებში ჭკვიანიც კი გააფრენს
0 1 1