x
image
t.x.
პოლიცია პოლ უოკერის ავტოავარიის მიზეზს გვიმხელს. "ტურისტი ნარკომანების ოკეანეში"-ასე უწოდა პოლმა თავის თავს
imageუკანასკნელი ფოტო, რომელიც პოლ უოკერმა გადაიღო სწორედ იმ პორშეს ფონზეა, რომელშიც ის გარდაიცვალა, თანაც სულ რამდენიმე წუთით ადრე. პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ავარიის მთავარი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო, თუმცა საჭესთან ყოფილი ავტომრბოლელი პოლის მეგობარი როჯერ როდასი იჯდა. გამოძიებამ მოითხოვა სტომატოლოგიური ანალიზების ასლები, რათა მოხდეს გვამების იდენტიფიცირება, რადგან ორივე ისეა დამწვარი, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელია.image

40 წლის უოკერი თავისი ექვსი ფილმიდან ხუთში ჩაბმულია ისეთ როლებში, სადაც ხდება უკანონო ქუჩის შეჯიბრებები და ძარცვები. ცხოვრებაშიც უყვარდა სწრაფი ავტომობილები. უოკერი მოწოდებით ადრენალინის ნარკომანი იყო, დიახ, სწორედ ასე უწოდებს ის თავის თავს ოფიციალურ ტვიტერზე: "ტურისტი ნარკომანების ოკეანეში, ადრენალინის ნარკომანების".

( ქვემოთ, სურათზე პოლ უოკერი და როჯერ როდასია ასახული.)image

შეჯახება მოხდა 3:30 საათზე, შაბათს, სულ რაღაც 300 მეტრში იმ ოფისიდან, სადაც ტარდებოდა საქველმოქმედო ღონისძიება. სიჩქარის დასაშვბი ნორმა კი იქ იყო მხოლოდ 45 მილი საათში. სტუმრები მაშინვე გაიქცნენ, მაგრამ მანქანა წამიერად გაეხვა ალში. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.


38 წლის როჯერ როდასი და პოლ უოკერი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. როჯერი აგრეთვე იყო უოკერის ფინანსური მრჩეველი. ისინი ხშირად ერთად იღებდნენ ავტორბოლებში მონაწილეობას.შემთხვევის დროს იქვე იმყოფებოდა როჯერის რვა წლის ვაჟი, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა ამ ყველაფერს. გამწარებული პატარა ღობეს გადაახტა და ცდილობდა მამისთვის ეშველა.

image(პოლი და ლუგი).

უოკერს დარჩა 15 წლის ქალიშვილი ლუგი, რომლის გამოც ჰავაის კუნძულებიდან კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, რომ შვილთან ახლოს ყოფილიყო. ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა. მეგობრობდა 23 წლის ჟასმინ პილჩარდ-კოსნელთან, რომლისთვისაც პოლის სიკვდილი მძიმე დარტყმა იყო.

დაბადებულია ლოს-ანჟელესში, საუცხოო გარეგნობის სერფერი, თბილი შარმით, ის ყველას პატივისცემას იმსახურებდა - ასე ახასიათებენ მას მეგობრები და კოლეგები.image

8
3893
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
3893
  
2013, 5 დეკემბერი, 23:57
ჰო გიორგი თევზაძეც მძღოლის გვერძე იჯდა...
2013, 3 დეკემბერი, 11:14
ჰოდა შეეწირა კიდეც როგორც ბევრი სხვა,შორს როარ წავიდეთ გიორგი თევზაძე თუნდაც...რა მნიშვნელობა აქ რულთან ვინ იჯდა მოსახდები ხო მოხდა :( მაგრამ ჭკუას მაინც ვერავინ ვერ სწავლობს და ვინმეს გაკვეთილად გამოადგებათქო ვერ ვიტყვი
2013, 3 დეკემბერი, 3:12
რატომ და ადრენალინის ნარკომანი იყო თვითონ ამბობს.. მაგისთვის საფრთხე და საშიში სიტუაციები სიამოვნებად იყო ქცეული (
2013, 3 დეკემბერი, 0:44
:( ვერ გავიგე რატომ არი ეს ხალხი წერაზე და ძალით აყენებენ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ. ის ბავშვია ყველაზე ცოდო რადგან მის თვალწინ მოხდა ყველაფერი.უყურებდა როგორ იწვებოდა მისი მამა.
2013, 2 დეკემბერი, 20:14
მაგარი კაცი იყო დასანანია ასეთი ადამიანის დაკარგვა :( :(
2013, 2 დეკემბერი, 13:46
სამწუხაროა ძაან
2013, 2 დეკემბერი, 13:09
ბედის ირონიაა ,,ფორსაჟების,, შემდეგ ავარიით რომ დაიღუპა,თან მრბოლელი იჯდა საჭესთან...
2013, 2 დეკემბერი, 11:59
მაგრად დამწყვიტა ამ მსახიობის გარდაცვალებამ გული. :(
0 1 8