x
image
worldsport.ge
მესი ხელფასის გაზრდას მოითხოვს

imageკატალონიური “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის, კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ აკმაყოფილებს და უახლოეს პერიოდში ხელფასის გაზრდას მოითხოვს.
ამ მომენტისთვის 26 წლის არგენტინელის წმინდა წლიური ანაზღაურება (გადასახადების გარეშე) 11 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ მას ეს თანხა არ აკმაყოფილებს და მეტის მიღება უნდა
Football Espana-ს ცნობით, მომავალი მოლაპარაკებისას მესის არგუმენტი ევროპული კლუბების მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ინტერესი იქნება. არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევის შეძენის სურვილს “მანჩესტერ სიტი” და “მონაკო” გამოთქვამენ და მზად არიან სოლიდურ სატრანსფერო ღირებულებასთან ერთად, თავად ლიონელს ზღაპრული ხელფასი შესთავაზონ.
მესის “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0