ფეხბურთი “შალკეს” აოგო გამოაკლდა 2013, 30 ნოემბერი, 12:16 “ჰამბურგიდან” “შალკეში” იჯარით მყოფი მცველი დენის აოგო მიმდინარე სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს. როგორც გელზენკირხენული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელმა პარასკევს გამართულ ვარჯიშზე უმძიმესი ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ აოგოს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული. 1 შეფასება არ არის
|