სხვა ასეთი რამ მხოლოდ დედას შეეძლო გაეკეთებინა.შვილის გადასარჩენად თავი გაწირა 2013, 29 ნოემბერი, 23:35
იაპონიაში დიდი მიწისძვრის შემდეგ, როცა მაშველები შენობის ნანგრევებს ათვალიერებდნენ, ნანგრევების ნაპრალში შენიშნეს ქალის სხეული.ის ძალიან უცნაურ პოზაში იყო. მლოცველივით მუხლებზე იდგა, წინ გადახრილი და ხელებში რაღაც ქონდა ჩაბღუჯული.ნანგრევებს მისი ზურგი და თავი დაეზიანებინა.
დიდი ძალისხმევით ჯგუფის ხელმძღვანელმა ხელი ნანგრევების ნაპრალში შეყო და დაწვდა ქალის უძრავ სხეულს.ის ფიქრობდა იქნებ ცოცხალი გადარჩაო.მითუმეტეს მისი ცივი სხეული საწინააღმდეგოს მეტყველებდა.როცა დარწმუნდა რომ ქალი მართლაც გარდაცვლილი იყო, ხელმძღვანელი თავისი შემადგენლობით სხვა დანგრეული შენობის გამოსაკვლევად წავიდა.მაგრამ რაღაც ძალა კვლავ უკან ეწეოდა ამ ქალისკენ.მობრუნდა ისევ ამ შენობისკენ და დაჩოქილი შენობის ნაპრალში დაიწყო ცქერა რომ გამოეკვლია ადგილი სადაც ქალი იყო.უეცრად მან იყვირა:“აქ ბავშვია, ქალს ხელში ბავშვი უჭირავს".
მთელი ჯგუფი შეუდგა ნანგრევების გაწმენდას, გარდაცვლილი ქალის ირგვლივ.ნახეს რომ ქალს თავისი სხეულით დაეფარა 3 თვის ბავშვი, რომელიც ფერად თბილ საბანში იყო გახვეული.ცხადი იყო რომ ქალმა თავი გაწირა შვილის გადასარჩენად და თავისი სხეულით დაიფარა პატარა, რომ ნანგრევები არ დაცემოდა.პატარას ისევ მშვიდად ეძინა, როდესაც მაშველების ჯგუფის ხელმძღვანელმა ხელში აიყვანა.
ექიმმა მაშინვე გახსნა პატარა გამოსაკვლევად და საბანი როდესაც გაშალა, დაინახა მობილური ტელეფონი.ეკრანზე იყო მოკლე ტექსტური შეტყობინება:“შვილო შენ თუ გადარჩები–გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ".ეს ტელეფონი გადადიოდა ხელიდან ხელში და ვინც კითხულობდა, ყველა ტიროდა. “თუ გადარჩები–გახსოვდეს რომ მიყვარხარ"–ასეთია დედის სიყვარული, რომელსაც ვერანაირი გრძნობა ვერ გადაწონის! . 168 10-ს მოსწონს
|