x
image
t.x.
პოლიციის თანამშრომელს ბრალად ედება მკვლელობა და მსხვერპლის შეჭმა

imageარ დაიჯერებთ და თურმე საქმე ეხება "ეგზოტიკურ ხორცს". ეს "ეგზოტიკური ხორცი" კი არც მეტი, არც ნაკლები - ადამიანისაა. პოლიციის თანამშრომელი დააპატიმრეს მკვლელობისა და ადამიანის
შეჭმისათვის. მსხვერპლს კი მკვლელი კაციჭამიების საიტის საშუალებით უკავშირდებოდა. მსხვერპლი დიდი ხანია ოცნებობდა, რომ მოეკლათ და შეეჭამათ. ეჭვმიტანილი ცნობილია სახელით: "დეტლევ G", რომელიც როგორც დგინდება კანიბალია. ის შეხვდა საიტის საშუალებით გაცნობილ ჰანოვერში მცხოვრებ 59 წლის მამაკაცს. პოლიციელების ინფორმაციით, მსხვერპლი ჯერ მოკლული იქნა, შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაჭრილი და დამარხული დრეზდენიდან აღმოსავლეთით მთებში, დეტლევის ბაღში. ეჭვმიტანილი დაკავებული იქნა ოთხშაბათს თავის სამუშაო ადგილზე. ის 55 წლისაა. ის გვიყვება, რომ შეხვედრიდან ერთ საათში მან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მსხვერპლს, შემდეგ კი დაჭრა რამდენიმე ნაწილად. მკვლელმა მიუთითა ადგილები, სადაც სხეულის ნაწილები დამარხა. 59 წლის დაზარალებული, რომლის ვინაობა არ სახელდება, ჰანოვერიდან ავტობუსით გაემგზავრა მკვლელთან შესახვედრად 250 მილის დაშორებით. მსხვერპლის ძებნა 11 ნოემბერს დაიწყეს, როცა სამსახურში აღარ დადიოდა. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ ის უცნაური ადამიანი იყო და ახალგაზრდობიდანვე ფანტაზიორობდა, რომ ვინმეს მოეკლა და შეეჭამა. პოლიცია ეძებს სხეულის ნაწილებს, აინტერესებს, ხომ არაა რომელიმე ორგანო შეჭმული, თუმცა ამას მკვლელი უარყოფს. საიტზე საუბრისას ადამიანის ხორცს "ეგზოტიკურ ხორცად" მოიხსენიებდნენ. მკვლელი ამბობს, რომ მსხვერპლს უნდოდა მოეკლა და მან აუსრულა სურვილი.

პოლიცია აცხადებს, რომ ამ საქმემ აჩვენა, როგორი საშინელი ფანტაზიები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს და ინტერნეტის საშუალებით უზიარებდნენ ერთმანეთს.

4
38
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
38
  
2013, 11 დეკემბერი, 13:25
რასაცა შეშჭამ შენია, რაც არა? დაკარგულია....
2013, 29 ნოემბერი, 23:21
ეტყობა ვერ იყო კარგად და არც პატრონი ჰყავდა რომ ემკურნალა
2013, 29 ნოემბერი, 23:19
გული მაქ ცუდად
ერტი რატომ უნდა გამიცნდეს იმის სურვილი რომ ვინმემ სემწამოს და
მეორე რატომ უნდა გამიცნდეს იმის სურვილი რომ ვინმე სევცამო
ეს სადიზმია,გულისამრევი,გადაირია მსოფლიო სულ
0 1 4