ნამცხვრები უგემრიელესი და საოცრად ფაფუკი პეროგი,,ბურიონკა"(მაშას რეცეპტებიდან) 2013, 29 ნოემბერი, 16:18
აბა ჩემო ხელმარჯვე დიასახლისებო, მე ისევ თქვენთანა ვარ და დღეს შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელ რუსული პეროგის რეცეპტს, რომელიც რათქმაუნდა საიდუმლოდ მაშამ გამანდო, მე კი თქვენ გასწავლით.ამისთვის კი ჯერ მოვამზადოთ საჭირო ინგრედიენტები.
ინგრედიენტები ცომისთვის:
.მარგარინი-200 გრ. .შაქარი-150 გრ. .კვერცხი-1ც .პ/ფქვილი-350 გრ. .კაკაოს ფხვნილი-50გრ .სოდა ძმრით–1/2ჩ.კ გულსართისთვის: .ხაჭო-600გრ(უცხიმო) .ნაღების კარაქი ან მარგარინი–100გრ. .შაქარი–150გრ. .კვერცხი–4ც. .1შეკვრა ვანილი. .სახამებელი–1, 5ს.კ მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1.ცომი.შაქარი და მარგარინი გავაფხვიეროთ კარგად ხელით და დავამატოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები.მოვზილოთ ცომი და ცხიმწასმულ ფორმაში გავაბრტყელოთ ძირზე და გვერდებზეც ამოვიყვანოთ.ცოტა მოვიტოვოთ ჩვენი “ბურიონკას"მოსართავად.(ბურიონკა ხომ რუსული ჯიშის ჭრელი ძროხაა) 2.გულსართი.ავთქვიფოთ ხაჭო და შერბილებული კარაქი შაქართან ერთად, დავუმატოთ ვანილი და სახამებელი, შემდეგ სათითაოდ კვერცხები და ვთქვიფოთ მასის გაერთიანებამდე.მიღებული გულსართი დავადოთ გამზადებულ ცომს ზემოდან. 3.დარჩენილი ცომიდან გავაკეთებთ ფორმებს ლაქებივით და მოვრთავთ ჩვენს “ბურიონკას"ლამაზად.შევდგათ 170 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 50წთ–ის განმავლობაში.გამოვიტანოთ, გავაგრილოთ და 1-2 საათი შევდგათ მაცივარში.შემდეგ კი.... მიირთვით გემრიელად ! სიყვარულით–თქვენი მაშა 1460 6-ს მოსწონს
|