x
image
t.x.
მამას 11 წლის ბავშვი ძაღლივით დაბმული დაჰყავს(+ სულისშემძვრელი ფოტოები)
imageშემზარავია, მაგრამ ფაქტია, რომ 11 წლის ბავშვი თავის ოჯახს ძაღლივით ჯაჭვით ჰყავს დაბმული. ეს კი შოკისმომგვრელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევიან ფსიქიურად დაავადებულებს ჩინეთის სოფლებში.

აღმოსავლეთ სანაპიროს რაიონში, ჩჟეციანში სოფელ კანდალახში, ვიწრო ორღობეებში შეხვდებით მამას, რომელსაც თავისი პირმშო, ონ ზილი ქუჩაში ძაღლივით ჯაჭვით დაბმული დაჰყავს და სახელითაც კი არ მიმართავს. ბავშვი აგრეთვე ხშირად არის ხოლმე მიბმული სახლის წინ ბოძზე. ზილი ერთი წლის იყო, როცა ტრავმის შედეგად დაიშავა თავი. მას მერე დაეწყო ფსიქიური აშლილობა. მისი ოჯახი კი იძულებული გახდა დაება, რადგან ვნებდა გარშემო მყოფებს.

ზილის დედა კიბოთი იყო დაავადებული და გარდაიცვალა, ახლა ის ფიზიკურად უნარშეზღუდულ ბაბუასა და გონებაჩლუნგ მამასთან იზრდება.

ჩინეთის ნაციონალური ფსიქიკური ცენტრის მონაცემებით, 2009 წელს 100 მილიონი ჩინელი იტანჯება ფსიქიკური დაავადებებით, როგორიცაა შიზოფრენია და პარანოიდული ფსიქოზი. ეს მონაცემები კი იმაზე მეტყველებს, რომ 2009 წელს ყოველ მეცამეტე ჩინელს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემა. ძალიან დიდია განსხვავება 1950 წელთან შედარებით, როცა ფსიქიკური პრობლემა აწუხებდა მოსახლეობის 2, 7 %-ს, რაც ყოველი ოცდამეჩვიდმეტე მოქალაქე იყო.


საოცარია, თუ ჩინეთის მონაცემებს შევადარებთ მთელი მსოფლიოსას. 100 000 კაცზე მსოფლიოში მოდის 4 ფსიქიატრი და 13 ექთანი, ხოლო ჩინეთში 1, 5 ფსიქიატრი და 2, 2 ექთანი.image

ასე "დასეირნობს" ზილი სოფლის ქუჩებში.image

ეს კი ბაბუას ჰყავს დაბმული სახლის კარებთან.imageimageimageimageimageimage

2
1256
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1256
  
2013, 29 ნოემბერი, 11:04
კი მაგრამ ამ ბაბუას და მამას რომ აცვია თბილად და ფეხსაცმელები ამ ბავშვს არ ცივა?მართლა ცხოველივით რომ ყავსთ შიშველი?მერე რას აკეტებს მთავრობა?მხოლოდ სურათებს უღებს?
2013, 29 ნოემბერი, 10:30
როგორ მომეშალა ნერვები საერთოდ რატო წავიკითხე ნეტა :(
0 1 2