x
image
natia.a
"ამას ვერ შევჭამ" ანუ პროდუქტები, რომლებსაც არ შეიძენთ მათი სახელწოდების გამო
არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ ზოგჯერ მაღაზიაში წააწყდებით საკვებ პროდუქტს საკმაოდ უცნაური სახელწოდებით, რომელიც სრულიად დაგიკარგავთ ამ პროდუქტის შეძენის სურვილს. ამგვარ არაადექვატურ ნეიმინგს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს ადგილი. ამგვარი მარაზმული სახელწოდებები განსაკუთრებით ხშირი აზიის ქვეყნებშია, რადგან, დაუზარელი ჩინელი პოლიგლოტები საკმაოდ თავისებურად ახდენენ თავისი პროდუქციის სახელწოდებების ადაპტირებას ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის.


ქვემოთ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნებში შეგროვებული ნეიმინგის "უბადლო" ნიმუშებს, რომლებიც, ერთი მხრივ, გაგახალისებთ, მეორე მხრივ კი, ამ პროდუქტების გასინჯვის სურვილს ალბათ საბოლოოდ დაგიკარგავთ.



1. "სუპი მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებისთვის" - იაფი, მარტივი და სწრაფი მოსამზადებელი, როგორც ამას ეტიკეტი გვამცნობს.


image





















2. "ადამიანის სოსისი"


image


3. ამ პროდუქტის სახელწოდებას კი თარგმანი საერთოდ არ სჭირდება. უფრო მეტიც, ჭიქაც კი, რომელიც საჩუქრად მოჰყვება, ვერ უშველის ამ სახელწოდების ჩაის...


image


4. "პი-პი-კოლა" - სახელდების კიდევ ერთი "უბადლო" ნიმუში, რომელსაც ახსნა არ სჭირდება.


image


5. სასმელი სახელწოდებით "შინაური ცხოველების ოფლი". ვერაფერს იტყვი...


image


6. "ებრაელის ყურის წვენი" - არა მგონია ვინმეს ამის გასინჯვა მოუნდეს...


image


7. აქ თითქოს უჩვეულო არაფერია, ჩვეულებრივი ჯემია, მაგრამ "გემო ბებიასი აქვს"...


image


8. "ბავშვის ფარში" - აქ ნამდვილად კანიბალიზმთან უნდა გვქონდეს საქმე... ან კიდევ უბრალოდ "გენიალურ" თარგმანთან.



image


9. იყიდდით იოგურტს სახელწოდებით "ღამურას რძე"?


image


10. "მხოლოდ ამონაღები" - "მშვენიერი" მისაყოლებელია ლუდთან.


image


11. "fagot" არის ინგლისური სლენგი და ნიშნავს "გეის", დანარჩენი თავად განსაჯეთ...


image


1
249
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
249
  
2013, 26 ნოემბერი, 22:59
იმედია იმ ენაზე და იმ კულტურაში ასე არ აღიქმება ეს სახელწოდებები:)))))))
0 1 1