x
image
worldsport.ge
“ტოტენჰემში” განხეთქილებაა

image“მანჩესტერ სიტისთან” გამანადგურებელი ანგარიშით მარცხმა (0:6), ლონდონის “ტოტენჰემში” საქმეები მნიშვნელოვნად არია. Daily Mail-ის ცნობით, ლონდონელთა ბანაკში სერიოზული განხეთქილებაა.
“სიტისთან” განადგურების შემდეგ, ვილაშ-ბოაშმა თავისი ფეხბურთელები ღიად დაადანაშაულა.ცხადია, მწვრთნელის ამ საქციელმა მოთამაშეები ძლიერ გაანაწყენა. პორტუგალიელი სპეციალისტი სპორტულ დირექტორ ფრანკო ბალდინისა და ხელმძღვანელ დანიელ ლევის უკვე შეხვდა და შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.
როგორც ირკვევა, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ტრანსფერებს შეუთანხმებლად ჩარხავდნენ. უკანასკნელ პერიოდში, ლონდონელებმა ტრანსფერებზე 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯეს. ვილაშ-ბოაში ერიკ ლამელას, რობერტო სოლდადოს, ეტიენ კაპუესა და ნასერ შადლის შეძენის წინააღმდეგი იყო. მისი ინიციატივით, გუნდში პაულინიო, კრისტიან ერიკსენი და ვლად კირიკეში მივიდნენ.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0