სხვა როცა რეკლამა სასარგებლოცაა ანუ გამოყენებადი რეკლამის ნიმუშები 2013, 26 ნოემბერი, 12:00 როდის არის რეკლამა ყველაზე ეფექტური? ალბათ მაშინ, როცა რაიმე სარგებლობა მოაქვს რიგითი მოქალაქისთვის. ერთგვაროვანი და მოსაბეზრებელი რეკლამების დრო წარსულს ჩაბარდა, და დადგა დრო ინტერაქტიული, გამოყენებადი რეკლამისა. იდეალურია, როდესაც რეკლამას არა მხოლოდ მწარმოებლისთვის მოაქვს მოგება, არამედ თითოეული იმ ადამიანისთვის არის სასარგებლო, ვინც გვერდით ჩაუვლის. დიახ, ასეთია იდეალური რეკლამა, რომლის არაერთი ნიმუში უკვე არსებობს მსოფლიოში. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
IBM-ს "ჭკვიანი" ბილბორდები ![]() ![]() ![]() ბილბორდი, რომელიც ჰაერისგან წყალს აწარმოებს ![]() ლიმა, პერუს დედაქალაქი, გვალვიან ადგილზე მდებარეობს, სადაც ნალექი ძალიან იშვიათია, ჰაერის ტენიანობა კი 98%-ს აღწევს. სწორედ ეს კლიმატური მახასიათებელი გამოიყენეს პროექტის შემქმნელებმა. ბილბორდი ახდენს ჰაერიდან ტენის გენერირებას და გადაამუშავებს მას სასმელ წყლად. წყალი გროვდება ცისტერნებში, საიდანაც მაცხოვრებლები იღებენ. ამგვარი წყალი იქაური დაბინძურებული ჭის წყლის კარგი ალტერნატივაა. ![]() მიირთვით! ![]() Pruhealth, ბრიტანული სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევაზეა ორიენტირებული, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას თავისი რეკლამითაც ამტკიცებს. რეკლამის ფარგლებში, კომპანიამ გაჩერებებზე დაამონაჟა დისპენსერი, რომლიდანაც ყოველ წუთში ერთი ფორთოხალი ვარდება (მხოლოდ იმ პირობით, რომ მანამდე ჩამოვარდნილი ფორთოხალი უკვე აღებულია). ყოველ ფორთოხალზე მიკრულია სარეკლამო ფურცელი, რომლითაც მოსახლეობას ეპატიჟებიან ჯანმრთელობის ტესტის ჩასატარებლად. ![]() დატვირთე! ![]() ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟებული Vitaminwater-ის რეკლამისგან შეიძლება სმარტფონის ან სხვა მოწობილობის დატვირთვა. ამგვარი რეკლამები, რომლებშიც USB-პორტია დამონტაჟებული, გვხვდება ბოსტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში. გათბით! ![]() Caribou Coffee-ს გაჩერებებზე ჭერში დამონტაჟებულია ნამდვილი გამათბობელი, რომელიც სიცივეში ავტობუსის მომლოდინე მგზავრებს ათბობს. ინებეთ პაკეტი! ![]() მენიუში არსებული ყველაზე დიდი ჰამბურგერის რეკლამირებისთვის მაკდონალდსმა სტოკჰოლმის ფილიალის შესასვლელში დაამონტაჟა უზარმაზარი ქაღალდის პაკეტების დისპენსერი. გაიგე შენი წონა ![]() ამსტერდამის გაჩერებებზე განთავსებული იყო ელექტრონული ტაბლოები, რომლებიც მიერთებული იყო სკამში ჩამონტაჟებულ სასწორზე. ავტობუსის მოლოდინში სკამზე ჩამომჯდარი მგზავრი მოულოდნელად ტაბლოზე საკუთარ წონას ხედავდა, რასაც, რეკლამის ავტორების გათვლით, უნდა აიძულებინა ადამიანი, სასწრაფოდ წასულიყო ტაბლოზე რეკლამირებულ ფიტნეს-კლუბში. 185 3-ს მოსწონს
|