x
image
რუსუდან ბერიძე
მერლინ მონროს სილამაზის რამდენიმე ცნობილი საიდუმლო
image

*მერლინ მონრო ყურადღებით იცავდა კანს მზის სხივებისაგან.მიუხედავად მოდისა, ის არასოდეს იღებდა მზის აბაზანებს.

*გადაღებისას ის შეგნებულად ხრიდა ძირს ზედა ქუთუთოებს, რომ იდუმალი და მიმზიდველი მზერა ჰქონოდა.

*თმას ყოველთვის თმის ზრდის საწინააღმდეგო მხარეს იხვევდა და მარჯვნივ იყოფდა, როცა ჩვეულებრივ მარცხნივ ყოფენ.


*მერლინი ყოველთვის ყინულიან აბაზანას იღებდა, რომელსაც უმატებდა Chanel № 5-ის რამდენიმე წვეთს.

*ჩვეულებრივ ცხოვრებაში მონროს უყვარდა მაკიაჟის გარეშე ყოფნა.

*იყენებდა ტანის დამარბილებელ ლოსიონს Nivea.

მისი სილამაზის ერთ საიდუმლოს ფარდა აეხადა მერლინ მონროს სიკვდილის შემდეგ.სურათზე რომელიც გადაღებულია მონროს საძინებელში კარგად ჩანს მისი საყვარელი ღამის კრემი.ქვემოთ საწოლთან პატარა მაგიდაზე კი მოკრძალებული ქილა დევს.ეს არის PHelityl, აქტიური კრემი ძალიან მშრალი და მსუბუქად მშრალი სახის კანისთვის.რომელიც ახლაც არის გაყიდვაში.

დასასრულს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი საიდუმლო მისი სილამაზისა იყო ის, რომ მისი დიდი სურვილი იყო ყოფილიყო ლამაზი.როცა უყურებთ მერლინ მონროს სურათს სადაც მაკიაჟი არა აქვს, ვხედავთ მხოლოდ სიმპატიურ, საყვარელ და მიმზიდველ ქალს. ხოლო მისი ლამაზი თმის ვარცხნილობა და შესანიშნავი მაკიაჟი ქმნის, ულამაზესი და განუმეორებელი მერლინ მონროს პორტრეტს.

“მე ნამდვილი ქალი ვარ და მე ეს მახარებს"–მერლინ მონროს სიტყვებია.ამ სიტყვებს ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, რომ მერლინ მონრო იყო დიდებული ქალი, რომელმაც ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, თავისი თავი თავადვე შექმნა.










2
182
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
182
  
2013, 26 ნოემბერი, 9:26
მართლაც რომ ეგრე იყო და როგორ ტრაგიკულად დაამთავრა თავისი ცხოვრება სამწუხაროდ
2013, 26 ნოემბერი, 0:39
ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა.
0 1 2