x
image
t.x.
აღმოაჩინეს სატანის გამოსახულება ჰენრიხ VIII-ის მე-16 საუკუნის ფრესკაზე
imageსატანის გამოსახულება იყო ფრესკაში, რომელიც ბრიტანელმა წყვილმა აღმოაჩინა კედელში ჩამალული, როცა ბინის გარემონტება გადაწყვიტა. ფრესკა ჰენრიხ VIII-ისაა და თითქმის შეესაბამება მის ნატურალურ ზომებს.

ცოლ-ქმარი ენჯი და როდრი პაუელები ძალიან ააღელვა ამ აღმოჩენამ. როცა ტახტზე მჯდარ ჰენრიხს მეორე მხრიდან შევხედავთ, მისი გამოსახულება სატანისად იქცევა, რქებით და თხის თვალებით. სატანა ჩნდება აგრეთვე მქრალი ბუნდოვანი შუშის მიღმაც.image

ცოლ-ქმარმა ფრესკა აღმოაჩინა სასადილო ოთახში სოფელ მილვერტონში, ყოფილ დიდ დარბაზში, მე-16 საუკუნის არქიდიაკვანის ტომას კრამერის საზაფხულო რეზიდენციაში. შეგახსენებთ, რომ ტომას კრამერი ძლიერ დაახლოებული პირი იყო მეფე ჰენრიხის, მეფის სიკვდილის შემდეგ კი კოცონზე დაწვეს. imageაღსანიშნავია, რომ სურათი შეკვეთილი იყო ვიღაც სხვა პირის მიერ. ფრესკაზე არაა ხელმოწერა. ქალბატონი ენჯი საბავშვო მწერალია, ხოლო ბატონი პაუელი გამომცემელი. ისინი სულ შემთხვევით გადააწყდნენ სატანის გამოსახულებას. ერთ საღამოს, როცა სასადილო ოთახში იყვნენ, სურათი ჩამოვარდა და თავდაღმა გადაყირავდა. მათ შენიშნეს გამოსახულება. ქალბატონი ენჯი ამბობს, რომ ისინი შოკირებულნი იყვნენ. ეს საკმაოდ უსიამოვნო გამოსახულება იყო და ცოტა შეეშინდა კიდეც. ღამე კარი გამოკეტეს და შესვლას ვერ ბედავდნენ, დილით კი ელოდნენ, რომ ჰენრიხის კეთილი გამომეტყველება დახვდებოდათ და ეს ყველაფერი მოეჩვენათ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოგრაფი, ამბობს, რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო ჰენრიხ VIII-ის პორტრეტის ირგვლივ. ცნობილი კი იყო ერთი მათგანი, რომელიც ჰანს ჰოლბაინის მიერ იყო დახატული.


ენნი ბალანტაინი, რომელიც ამჟამად ფრესკაზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ ის დახატულია იმ დროს, როცა ჰენრიხი საშინლად ცუდად იქცეოდა. იქნებ სწორედ ეს აზრია ჩადებული სურათში?!image

ეს კი ჰანს ჰოლბაინის მიერ დახატული ჰენრიხ VIII-ის პორტრეტია.

2
503
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
503
  
2013, 25 ნოემბერი, 18:38
(რქებით და თხის თვალებით) სატანა არის ზნე დაცემული ანგელოზი. ნეტავ ვინ ნახა როგორ გამოიყურება სინამდვილეში.
0 1 2