სხვა ყოველდღიური სასარგებლო რჩევები ქალბატონებს 2013, 24 ნოემბერი, 19:37
1.თუ თქვენ შემთხვევით ხელები დაგესვარათ წებო “მომენტით", მას ძალიან ადვილად მოიშორებთ მარგარინით.ამისთვის უნდა წაისვათ მარგარინი წებოთი დასვრილ ადგილზე, რამდენიმე წუთი გაიჩეროთ და შემდეგ დაიბანოთ.
2.თუ გინდათ რომ თქვენს ბინაში სასიამოვნო სუნი იყოს, ლიმონის ქერქი რამდენიმე წუთი ხარშეთ წყალში.
3.იმისათვის რომ კარგად გავწმინდოთ ლაქებისგან ონკანი და ნიჟარა, გამოვიყენოთ თბილი ძმარი.
4.სამზარეულოს ტილო რომ კარგად გაირეცხოს, მთელი ღამე გავაჩეროთ მაწონში და შემდეგ გავრეცხოთ. 5.იმისათვის რომ რძე ადუღებისას სწრაფად არ ამოვიდეს და არ გადმოვიდეს ქვაბიდან, ქვაბის შიდა ზედაპირს წავუსვათ ცოტა კარაქი. 6.ჭარხალი რომ სწრაფად მოიხარშოს, ვხარშოთ მხოლოდ 20 წუთი, შემდეგ მდუღარე გადმოვღვაროთ და დავასხათ ცივი წყალი. 7.ბოსტნეული რომ სწრაფად მოიხარშოს, ყოველთვის ადუღებულ წყალში უნდა ჩავყაროთ. 8.ახალი კარტოფილი რომ ადვილად გავფცქვნათ, წინასწარ ცივ მარილწყალში გავაჩეროთ რამდენიმე წუთი. 9.კარტოფილი რომ ადვილად შეიწვას, მარილი შეწვის ბოლო პროცესში უნდა დაუმატოთ. 10.იმისათვის რომ ლობიო ან ბარდა ადვილად მოიხარშოს, წინასწარ მთელი ღამე გავაჩეროთ ცივ წყალში. 11.ხარშვაში კარტოფილი რომ არ ჩაგვეშალოს, (როცა სალათისთვის გვჭირდება)გავუკეთოთ ცოტა მარილი და რამდენიმე წვეთი ძმარი. 12.იმისათვის რომ ჭარხალმა ხარშვისას არ დაკარგოს ფერი, მას ვამატებთ ცოტა შაქარს და ვაშლის ძმარს. 13.ბოსტნეულის ხარშვასაც თავისი წესები აქვს: ა)ქვაბის თავსახური უნდა იყოს ქვაბზე კარგად მორგებული და მუქი ფერის. ბ)ხარშვის დროს არ უნდა მოურიოთ ბოსტნეულს. გ)მოხარშული ბოსტნეული მაშინვე ამოვიღოთ მდუღარე წყლიდან. დ)ბოსტნეულს ხარშვისას სასურველია დავუმატოთ ცოტა ლიმონის წვენი. ყველა ეს მითითებები უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ბოსტნეულმა ხარშვისას რაც შეიძლება მეტი ვიტამინები შეინარჩუნოს. 14.იმისათვის რომ თქვენმა პურმა სიახლე შეინარჩუნოს, მასთან ახლოს უნდა დავდოთ კარტოფილის ნაჭერი, ან ვაშლი, ან ცოტა მარილი. 15.სწორად როგორ შევარჩიოთ თაფლი. ა)უნდა ავიღოთ ხის ჩხირი და ვეცადოთ მასზე დავახვიოთ თაფლი, თუ არ მოხერხდა, ე.ი.თაფლი ნატურალური არ არის. ბ)უნდა თითებს შორის დავიწვეთოთ თაფლის წვეთი, თუ ცოტა ხანში თითები ერთმანეთს არ მიეწება, მაშინ თაფლს შაქარი აქვს დამატებული. გ)ნატურალური თაფლის წვეთი არ უნდა გაიშალოს თითზე რომ დავიწვეთებთ. გამოცდილი ქალბატონებისთვის დარწმუნებული ვარ ახალი და უცხო არ იქნება ჩემი რჩევები, მაგრამ ახალბედა დიასახლისებს კი, მე მგონი კარგ დახმარებას გაუწევს ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები.წარმატებებს გისურვებთ! 211 3-ს მოსწონს 1-ს არა
|