საზოგადოება ჩვენ ტყუპები არ ვართ 2013, 22 ნოემბერი, 13:56 ყველას გაგვიგია, რომ სადღაც პლანეტის რომელიღაც კუთხეში ან აქვე ჩვენს ქალაქში შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანი, რომელიც ძალიან შეიძლება გვგავდეს.მეგობრებისგან და ახლობლებისგანაც ხშირად გაგვიგია, ან ჩვენ თვითონ შეგვხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც საოცრად წააგავს რომელიმე ჩვენს ნაცნობ-მეგობარს.კანადელი ფრანცუა ბრუნელი(Francois Brunelle) ამ რთულ საქმეს შეეჭიდა, ეძებს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც ერთმანეთს ტყუპისცალებით ჰგვანან, სურათებს უღებს მათ და მათი მსგავსება აბსოლუტურ მაქსიმუმამდე დაჰყავს.პროექტის სახელწოდებაა "ჩვენ ტყუპები არ ვართ".ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანებს აბსოლუტურად არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან საოცარი მსგავსების გარდა, არც ნათესაური კავშირი და საერთოდ ერთმანეთს არც იცნობდნენ. 119 6-ს მოსწონს
|