სხვა რატომ გვესიზმრება ფერადი სიზმრები? 2013, 22 ნოემბერი, 15:13 ყველაზე ხშირად რა სიზმრებს ნახულობენ ხოლმე ადამიანები?ძირითადად შემდეგ ტიპის სიზმრებს ვხედავთ:სიმაღლიდან ვარდნა, სიტუაცია სკოლაში ან სამსახურში, მცდელობა გავუსხლტეთ მდევარს, ადამიანის სიკვდილს, ფრენას, კბილის ჩამოვარდნას, ავარიას, გამოცდაზე ყოფნას და სხვა მსგავს სიზმრებს. სწავლულებმა შეისწავლეს ეს თემა და დასკვნა გააკეთეს რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვა ტიპის სიზმრებს ხედავენ.თუკი მამაკაცები ხშირად ხედავენ თავისსავე სქესის წარმომადგენლებს, ქალები სიზმრებში “ხვდებიან"ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი სიხშირით.მამაკაცები ხშირად ქალებს ხედავენ მხოლოდ სექსუალურ სიზმრებში. ანალიტიკოსებმა ასევე დაადგინეს რომ ქალებს მათი მომატებული ემოციურობის გამო ხშირად ესიზმრებათ “კოშმარები".დადგენილია რომ მთვარეულები ყველაზე მეტად იტანჯებიან საშინელი სიზმრებით. საინტერესოა გავიგოთ რაზეა დამოკიდებული სიზმრის ფერები?ზოგს ხომ შავ–თეთრი სიზმრები ესიზმრება, ზოგს კი ფერად–ფერადი.მიზეზი რომელიც ყურადსაღებია, შეიძლება იყოს რამდენიმე. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია რომ ფერად-ფერად სიზმრებს მხოლოდ შერყეული ფსიქიკის ადამიანი ხედავს.ექსპერიმენტმა აჩვენა რომ შეზოფრენიკები 20-ჯერ უფრო მეტჯერ ხედავენ ფერად სიზმრებს ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. მაგრამ თქვენ თუ ხედავთ ზოგჯერ ფერად-ფერად სიზმრებს ნუ ჩათვლით რომ თავში ვერა გაქვთ კარგად საქმე.ეს ერთადერთი ვერსია არ არის მხოლოდ ერთ-ერთია.თუმცა ამ ბოლო დროს ესეც უარყვეს მეცნიერებმა.ეტყობა ისინიც ხშირად ხედავენ ძილში ფერად-ფერად სიზმრებს, მაგრამ თავი რომ შეზოფრენიკად აღიარონ ამას რატომღაც არ ჩქარობენ.(ეს რათქმაუნდა ხუმრობით) მეორე ვერსიის თანახმად, რატომ ესიზმრებად ადამიანებს შავ-თეთრი სიზმრები?ზოგიერთი მეცნიერი უკავშირებს მას შავ-თეთრ ფოტოს, გადაცემებსა და კინოს.თვლიან რომ ასეთი სახით ადამიანის ტვინი აღიქვამს კლასიკურ სამყაროს და შავ–თეთრ სურათებს.მიუხედავათ იმისა დღესდღეობით შავ-თეთრი კადრები აღარც არსებობს მაგრამ შავ-თეთრი სიზმრები მაინც ესიზმრებათ. კიდევ ერთი ვერსია რომელსაც მხარს უჭერს თანამედროვე ფსიქოლოგების უმრავლესობა, მდგომარეობს იმაში, რომ სიზმრების გაფერადების ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია ადამიანი ემოციურ მდგომარებასთან.ასე რომ მძინარე ადამიანმა თუ მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა და სტრესი მიიღო, მისი სიზმარი ცისარტყელას ყველა ფერებით იქნება შეფერადებული. რაც მეტად დატვირთულია ადამიანი და ბევრი საზრუნავი და სანერვიულო აქვს, უფრო რთულ და მრავალფეროვან სურათებს ხედავს ის სიზმარში.მაგრამ ისიცაა რომ თუ ადამიანი ისე დაიღალა რომ მისი შესაძლებლობები ამოიწურა, მისი სიზმრები ამ დროს ძალიან ბუნდოვანია. ამერიკელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ფერად და მრავალფეროვან სიზმრებს ყველაზე მეტად ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები ხედავენ.გამოკვლევამ აჩვენა რომ ფერად სიზმრებს მოსახლეობის 20% ხედავს.ამავდროულად ფერადი სიზმრები უფრო სასიამოვნოა, ვიდრე შავ-თეთრი მისი ანალოგი სიზმარი.ამიტომ ფერადი სიზმრები იშვიათად გვეჩვენება საშინლად. მიუხედავად იმისა, რომ დილით გაღვიძებულ ადამიანს აღარც ახსოვს რა დაესიზმრა.მთელი ღამის მანძილზე ის კი რამდენიმე სიზმარს ხედავს. თუკი ადამიანები ხვრინავენ, ამ დროს მათ ძალიან ღრმად ძინავთ და ფაქტიურად არაფერი ესიზმრებათ. ადამიანები ხშირად სიზმარში წყვეტენ დღის გადაუწყვეტელ პრობლემებს.მაგალითისთვის ცნობილია რომ მენდელეევმა თავისი გენიალური მენდელეევის ტაბულა სწორედ სიზმარში იხილა.პუშკინს კი დაესიზმრა რამდენიმე სტროფი ლექსიდან«Лицинию», ვოლტერს კი მთელი პოემა დაესიზმრა, რომელიც გაღვიძებულმა მაშინვე დაწერა.ეს იყო გენიალური «Генриады». გაღვიძებიდან 5-10 წუთის შემდეგ ადამიანს უცებ ავიწყდება რა დაესიზმრა. თუ სიზმარში ადამიანი უცხო პიროვნებას ხედავს, სინამდვილესი ის ცხოვრებაში შეხვედრია ამ ადამიანს. ტვინმა ერთ ერთ კუნჭულში შეინახა ამ ადამიანის სახე, რომელიც ახლა სიზმარში იხილა. ადამიანს თუ17 საათი არ ეძინა, მისი შრომის ეფექტურობა იმდენად ეცემა, როგორც ადამიანის რომლის სისხლში 0, 05% ალკოჰოლია. ადამიანები რომლებიც სიგარეტის მოწევას თავს ანებებენ, სიზმრად ხედავენ თითქოს კვლავ დაიწყეს სიგარეტის მოწევა და სინდისის ქენჯნას განიცდიან. ყველაზე დიდი დროის რეკორდი, რომელიც ადამიანმა შეძლო უძილოდ, იყო: 18 დღე, 21საათი და 40 წუთი. 577 6-ს მოსწონს
|