x
image
t.x.
რამ აიძულა ნახევარტონიანი მკვლელი 600 ფუნტი დაეკლო(+ ფოტოები)

imageიმის მერე, რაც "ნახევარტონიანი მკვლელი"-ს სახელი შეერქვა, მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანმა ქალმა 600 ფუნტი დაიკლო. ეს დაახლოებით 272 კილოგრამია. მას 2008 წელს ბრალად დასდეს თავისი 2 წლის დისწულის გაგუდვა 1000 ფუნტიანი სხეულით. მოგვიანებით მაირა როსალესი(32 წლის) უდანაშაულოდ ცნეს. ბავშვს აღმოაჩნდა თავის ქალის ტრამვები, რასაც გაგუდვით ვერ მიიღებდა. სინამდვილეში პატარა ელისეოს მკვლელი აღმოჩნდა მაირას და, ბავშვის დედა, რომელმაც იმის გამო, რომ ბავშვმა საღამოს საჭმელი არ შეჭამა, თავში სავარცხელი ჩაარტყა. მაირამ დის მაგივრად დანაშაული დაიბრალა. ის ფიქრობდა, რომ ისე მსუქანი იყო, მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და რადგანაც იღუპებოდა, დის შველა გადაწყვიტა.image მაირა სახლიდან საერთოდ ვერ გამოდიოდა, იმისათვის რომ გამოეყვანათ, კედელი გამოანგრიეს და ჩვეულებრივ სასწრაფო დახმარების მანქანაში რომ ვერ შეეტია, სატვირთოთი გადაიყვანეს. სასამართლოშიც ჩვენებას სპეციალურად მოწყობილი საწოლიდან აძლევდა. ის უდანაშაულოდ ცნეს 2011 წელს. მისი ადვოკატი სასამართლოში აცხადებდა, რომ მაირას არ შეეძლო თავისი მსუქანი ხელის ისე აწევა და დარტყმა, რომ ბავშვისთვის ასეთი დარტყმა მიეყენებინა. შემდეგ მაირამ აღიარა, როგორ დაინახა მისი და ჰაიმე როგორ ურტყავდა პატარას თავსა და ხელ-ფეხზე.image ჰაიმეს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაირა იძულებული გახდა დიშვილებისთვის მიეხედა, ამიტომ გაიკეთა ოპერაცია და მოიშორა ზედმეტი კილოგრამები, მაგრამ წონის კლება 2 წელიწადს გრძელდებოდა, რადგან ოპერაციის გარდა დასჭირდა დიეტა და ფიზიკური ვარჯიშები. ახლა მაირა ფეისბუქზე ატვირთულ სურათზე მშვენივრად გამოიყურება. მან თავისი თავის პატივისცემა ისწავლა და ამბობს, რომ აქამდე მხოლოდ ცოცხლობდა და არ უცხოვრია. ახლა ცდილობს ნორმალურ ადამიანს დაემსგავსოს. სამსახურსაც ეძებს, ოღონდ პროდუქტების მაღაზიაში-არა.imageimageimageimageimage



3
1059
12-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1059
  
2013, 30 ნოემბერი, 21:42
ვაიმე დედა
2013, 21 ნოემბერი, 20:37
კარგია.
0 1 3