x
image
რუსუდან ბერიძე
პატარა ფინელი გოგონას უცნაური წერილი ,,ბატონ ღმერთს"

image

ეს ამბავი გასულ საუკუნეში მოხდა, მაგრამ მას ახლაც იხსენებენ ფინეთში.6 წლის ფინელმა გოგონამ ხელგა ხილტუნენმა

შობის დღესასწაულის წინა დღეებში დაწერა წერილი ღმერთის სახელზე, სადაც ის 100 მარკას თხოვდა ღმერთს ეჩუქებინა მისთვის.ფინეთში როცა არასწორი მისამართით იყო გაგზავნილი წერილი, მისი გახსნის უფლება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს ქონდა.ასე რომ ეს წერილიც რომელიც “ბატონ ღმერთს"გაუგზავნა გოგონამ, იმდროინდელი ფინეთის პრეზიდენტის ურხო კანევა კეკონენის ხელში მოხვდა რომელიც წარმატებით მართავდა ქვეყანას 1958-1982 წლებში.მან ყურადღებით წაიკითხა გოგონას წერილი და გადაწყვიტა მისი თხოვნა შეესრულებინა და პასუხიც მიწერა.მაგრამ იფიქრა ასეთ პატარას არ ჭირდებოდა 100 მარკა.გადაწყვიტა 50 მარკაც საკმარისი იქნებოდა და მძღოლის ხელით გაუგზავნა გოგონას.

მალე ისევ მოვიდა პრეზიდენტის კანცელარიაში ხელგას წერილი “ბატონი ღმერთის' სახელზე, სადაც ის საყვედურს გამოთქვამდა იმის გამო, რომ პრეზიდენტის მანქანამ რომელიც მის სახლთან იდგა, მთელი ქუჩის ვნებათაღელვა გამოიწვია.ის ასევე თხოვდა ღმერთს, რომ არ გამოეგზავნა სხვისი ხელით წერილი, არც ბატონი პრეზიდენტის, რადგან მან ნახევარი ფული მოპარა.

3
592
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
592
  
2013, 22 ნოემბერი, 12:12
ვაიმე ჩვენთანაც ეგრე ხომ არ ხდება?მარგველაშვილს მივწერ ერთ-ორ სიტყვას :D
2013, 22 ნოემბერი, 12:11
საყვარელი
0 1 3