ტკბილეული ხილის ზეფირი (მარტივი რეცეპტი) 2013, 21 ნოემბერი, 15:49 ![]() ინგრედიენტები: 3 კვერცხის ცილა 2 ს.კ. ნებისმიერი ხილის მურაბის წვენი 1. ს.კ. შაქარი 1 ჩ.კ. ჟელატინი ჟელატინს დავასხათ 1/3 ჩ.ჭ. ცივი, ანადუღარი წყალი. 40 წუთის შემდეგ, როდესაც გაჯირჯვდება, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ სრულიად არ გალღვება. მურაბა და შაქარი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 4 წუთი. შემდეგ გავაგრილოთ და გავატაროთ საწურში. ცილები ბეზეს კონსისტენციამდე ავთქვიფოთ. ნელ-ნელა შევათქვიფოთ თბილი მურაბა და ჟელატინი. მიღებული მასა ჩავდოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ პერგამენტზე სასურველი ფორმები. 1-2 საათით მოვათავსოთ მაცივარში. სუფრასთან მიტანის წინ შაქრის პუდრა შეგვილია მოვაყაროთ. სულ ესაა. ჩვენი ზეფირი მზადაა. ![]() 2737 2-ს მოსწონს
|