x
image
რუსუდან ბერიძე
მეთევზე ჩიტო და მისი უცნაური მეგობარი ნიანგი პოჩო
image

52 წლის კოსტარიკელ მეთევზეს ჯილბერტო შედენს, მეტსახელათ ჩიტოს ყავს უცნაური მეგობარი–ნიანგი პოჩო, რომლის სიგრძე 5 მეტრს აღემატება, ხოლო წონა კი ნახევარ ტონას აღწევს.

20 წლის წინათ ჩიტომ იპოვნა მდინარე პარისმინას სანაპიროზე დაჭრილი ნიანგი.რეპტილიას მარცხენა თვალი არ ქონდა, შიმშილით კვდებოდა და მხოლოდ 60 კგ-ს იწონიდა.მან წაიყვანა ის შინ და 6 თვე მკურნალობდა.აჭმევდა ქათმებს და თევზს.ის კი არა მის გვერდითაც კი ეძინა.შემდეგ კი გაუშვა სახლთან ახლოს პატარა ტბაში.ჩიტოს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა ნიანგი ამოდიოდა ტბიდან როცა პაჩოს დაინახავდა რომ შინ მიდიოდა და მას უკან მისდევდა ისევ.

როცა უშიშარი მეთევზე პირველად ჩავიდა წყალში ნიანგთან ერთად ახლობლები შეშინდნენ, მაგრამ მალე შეეჩვივნენ ამ სანახაობას.


4 წლის უკან ჩიტო დაითანხმეს მეგობრებმა ეჩვენებინა პოჩოსთან თამაში იმ მაყურებლებისთვის, რომლების აქ ჩამოდიოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.ჩიტო შედის წყალში და ეძახის თავის მეგობარ პოჩოს(ის ახლა 50 წლისაა), აჭმევს მას და ეთამაშება.ის ეხვევა კიდეც და კოცნის პოჩოს მაყურებლების გასაოცებლად, რომლებიც ამ არაჩვეულებრივ სანახაობაში 5$-ს იხდიან.“პოჩო ჩემი საუკეთესო მეგობარია–ამტკიცებს უშიშარი მეთევზე.მართალია ეს ძალიან საშიში გართობაა, მაგრამ ჩვენ ნამდვილი მეგობრობა გვაკავშირებს".

ცნობილია რომ ამერიკელი ნიანგები უფრო ნაკლებად აგრესიულები არიან ვიდრე ავსტრალიური და აფრიკულილი ნიანგები.

ეს მეგობრობის იშვიათი გამოვლინებაა ადამიანსა და მომაკვდინებლად საშიშ რეპტილიას შორის.

ამ გასაოცარ მეგობრობაზე საინტერესო ფილმიც კი გადაიღეს.მკვლევარებიც კი გაოცებულნი არიან ამ უცნაურობით. მართლაც გასაოცარია, როცა ჩვენ ადამიანებს არ გვესმის ბევრჯერ ერთმანეთის, ზოგჯერ“დაგვიჭამია"კიდეც ერთურთი, ამ ყველასთვის საშიშ ცხოველს შეუძლია ასეთი მეგობრობა მის მტერთან.imageimage
image




2
48
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
48
  
2013, 19 ნოემბერი, 22:43
სულიერია,შეეცოდა,მოუარა და მანაც შეიყვარა.ეს მოგონილი ამბავი არაა,დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული.
2013, 19 ნოემბერი, 22:35
ეს ხალხი ვერა ხოო?
0 1 2