თუკი კრისტიან ვიერიმ წიგნების წერა დაიწყო და რობერტო კარლოსმა სიბერეში დაგროვილი თანხის თვლას მიჰყო ხელი, ვითომ ზინედინ ზიდანი ვისზე ნაკლები ბიჭია, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ თავისი სრულიად ახალი და განსხვავებული ჰობი არ გასჩენოდა?!...
მიუხედავად იმისა, რომ ზინედინი მადრიდის ”რეალში” მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და მის საქმეს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, არაბული ფესვების მქონე ფრანგი ლეგენდარული ბურთის მგორებელი თურმე ბოლო დროს კომპიუტერული თამაშებისითვისაც ნახულობს დროს.
”ადრე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კომპიუტერული თამაშები ჩემს ასაკში შემიყვარდებოდა, მაგრამ თანამედროვე ზოგიერთი თამაში იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელია, რომ მეც კი მიჭირს მათზე უარის თქმა. სასიხარულოა ბევრი თავისუფალი დრო რომ არ მაქვს, თორემ ნამდვილი “გეიმერი” გავხდებოდი” – ამბობს ზინედინ ზიდანი.
www.worldsport.ge