x
image
t.x.
ქალი, რომელსაც საკუთარი სურათის გამოქვეყნების შემდეგ აფრიკაში შესვლა აუკრძალეს
imageცნობილმა ტელეწამყვანმა თავისი სურათი ტვიტერსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა. სულ რამდენიმე საათში მოვიდა ონლაინ-პეტიცია, რომლითაც მას უნდა აეკრძალოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საერთოდ ოდესმე შესვლა.

სურათზე ასახულია მელისა ბაჰმანი, რომელსაც ხელში სანადირო თოფი უჭირავს და გაღიმებული სახით თავს დასდგომია მკვდარ ძუ ლომს. ქვემოთ კი არის მინაწერები, სადაც ლაპარაკია აფრიკაში ნადირობაზე. ამ მინაწერებმა საოცარი რეაქცია გამოიწვია ტვიტერის მომხმარებელთა შორის. პეტიციის ავტორი კი იყო კეიპტაუნის მცხოვრები ელენ ბერმანი. პეტიციის გამოქვეყნების დროს, ელენს წარმოდგენილი ჰქონდა 5435 ხელმოწერა. "ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნებას"-წერს ბერმანი. ბევრი ხელმომწერი მელისას მიმართ უარყოფით კომენტარებს არ იშურებს.

აფრიკული ლომი ითვლება იშვიათ სახეობად. მათი რიცხვი თანდათან მცირდება, რადგან მოსახლეობასთან შეტაკებისას ბევრი მათგანი ისედაც იხოცება. ლომებზე ნადირობა ზოგიერთ ქვეყნებში ნებადართულია, მათ შორის სამხრეთ აფრიკაშიც, სადაც გადაღებული აქვს კიდეც სურათები მელისა ბაჰმანს.

მელისა ამბობს, რომ ის ბავშვობიდან ნადირობს. კრიტიკოსები კი მას უსულგულოს ეძახიან. ბაჰმანს თავის ბლოგზე სხვა სურათებიც აქვს გამოქვეყნებული. სადაც ის აღბეჭდილია სხვადასხვა ნანადირევთან ერთად. ეს ნანადირევი კი ულამაზესი ცხოველებია. ამის მნახველი ხალხი კი უფრო და უფრო აღშფოთდა და მის საწინააღმდეგოდ ხელმომწერთა რიცხვმა 24 საათში 13 000 შეადგინა.


გთავაზობთ ამ სურათებს:imageimageimageimageimageimageimageimage





5
1323
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
1323
  
2013, 18 ნოემბერი, 19:06
გულ კეთილი რა შუაშია, უბრალოდ ამაზრზენია იმის ყურება, თუ როგორი ბედნიერი სახით აქვს მოკლულ ცხოველთან ფოტო გადაგებული!..:@
2013, 18 ნოემბერი, 15:14
http://www.youtube.com/watch?v=8zSM-laZilQ
როგორი სიხარულით კლავს თანამედროვე იარაღით ალიგატორებს.
რას ერჩის? არაფერს, უბრალოდ ერთობა!

ამ გოგოს არხიც შეგიძლიათ ნახოთ:
http://www.youtube.com/user/melissabachman
2013, 18 ნოემბერი, 14:53
აფრიკული ლომი იშვიათი სახეობაა. ერთერთი ბიოლოგიური პირამიდის თავშია და მისი განადგურება ცვლილებებს იწვევს.

როცა გარეული ცხოველის მოკვლის სასიცოცხლო საჭიროება არ არის, და გართობისთვის და სპორტული ჟინისთვის ნადირობ, ბუნება ნადგურდება.

ბუნება რომ არ ეცოდება ბევრს, ამის შედეგს უკვე დღევანდელი თაობა გადაიტანს თავის თავზე.
2013, 17 ნოემბერი, 2:47
დედა რა გულკეთილია ეს ხალხი, ლომები ეცოდებათ
2013, 16 ნოემბერი, 21:45
მდაა
0 1 5